1 1 : 0 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

გიორგი კვირიკაშვილმა აგვისტოს ომში დაღუპულებს პატივი მიაგო

პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის წევრებთან ერთად, 2008 წლის ომში დაღუპულთა ხსოვნას მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე პატივი მიაგო.

„მთელ საქართველოს გულში უნთია მათი ხსოვნის სანთელი. რაც შეეხება ომის შედეგებს, ჩვენ ვმუშაობთ, რომ მაქსიმალური ძალისხმევა დავხარჯოთ, რათა ჩვენი ქვეყანა გავაერთიანოთ, გავაძლიეროთ.
რა თქმა უნდა, მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ პირველ რიგში იმისთვის, რომ მშვიდობა შევინარჩუნოთ. ერთიან, ძლიერ, დემოკრატიულ და ევროპულ საქართველოს ვაშენებთ,  რომ ეს იყოს ერთიანი სახლი ქართველებისთვის, აფხაზებისა და ოსებისთვის“-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერის განცახდებით, ომის შედეგების მიუხედავად, შერიგებას ალტერნატივა არ აქვს. „ ჩვენ თვალებში უნდა ჩავხედოთ ერთმანეთს, ყველა სათქმელი უნდა ვუთხრათ და უნდა შევრიგდეთ. შერიგებასაც ალტერნატივა არ აქვს. ჩვენ ერთიან საქართველოში ვიცხოვრებთ და აუცილებლად გავაერთიანებთ ქართველების, აფხაზებისა და ოსების გულებს. არც ქართველებს, არც აფხაზებს და არც ოსებს დასაკარგი შვილი აღარ გვყავს“, - განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები