0 5 : 5 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

მესტიის გამგებელი: ენგურში ჩავარდნილ მანქანაში მხოლოდ მძღოლი იჯდა

რამდენიმე საათის წინ მდინარე ენგურში ავტომობილი ჩავარდა. ადგილზე სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. მესტიის გამგებლის კაპიტონ ჟორჟოლიანის განცხადებით, მდინარე ენგურში ჩავარდნილ ავტომობილში მხოლოდ მძღოლი იმყოფებოდა. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.

"ადგილზეთავად ვიმყოფებოდი. მანქანა ჩანს, თუმცა ღრმა ადილზეა. მაშველები იმყოფებოდნენ წყალში და გარედან დაათვალიერეს მანქანა, მაგრამ ვერაფერი იპოვეს. დილით მდინარე ცოტა მოედინება და იქნებ, ვიპოვოთ ცხედარი. ჩვენი მონაცემებით, მანქანაში ერთი ადამიანი იმყოფებოდა. მდინარე ძალიან სწრაფია და დილით ვიზუალურად უკეთ გამოჩნდება. ღამე შეუძლებელია მუშაობის გაგრძელება, რადგანაც საშიშია", - განაცხადა კაპიტონ ჟორჟოლიანმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები