0 8 : 3 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

კობახიძემ ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედროს ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა

კობახიძემ 25 წლის უმცროსი სერჟანტის გარდაცვალების გამო ოჯახს საქართველოს პარლამენტის სახელით მიუსამძრიმრა. 

„საქართველოს პარლამენტის და ჩემი სახელით, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ავღანეთში ქართველი ჯარისკაცის, მდინარი ბებიაშვილის დაღუპვის გამო. ის იცავდა მსოფილო და პირველ რიგში, საქართველოს უსაფრთხოებას, ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილში, ავღანეთში," - ნათქვამია პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მდინარი ბებიაშვილის დაღუპვასთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ბაგრამის საავიაციო ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთობლივი მოტორიზებული პატრულირებისას, თავდასხმა განხორციელდა. შედეგად, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე ქვეითი ბატალიონის უმცროსი სერჟანტი ბებიაშვილი გარდაიცვალა. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები