0 7 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

„სითი პარკს" სამასი მილიონი ლარი აქვს ამოღებული ჩვენი ჯიბეებიდან"

ალეკო ელისაშვილი "სითი პარკთან" დადებული ხელშეკრულების შეწყვეტას მოითხოვს.   ელისაშვილის თქმით, ამის შემდეგ გამოცხადდება საერთაშორისო ტენდერი, რომლის ერთ-ერთი მთავარი პირობა "სითი პარკისთვის" კონტრაქტის გაუქმების გამო, მერიისთვის დაკისრებული ჯარიმის გადახდა იქნება.
„სითი პარკს" თითქმის სამასი მილიონი ლარი აქვს ამოღებული ჩვენი ჯიბეებიდან და სანაცვლოდ ერთი საპარკინგე ადგილიც კი არ შეუქმნიათ. ეს არის საშინლად უპასუხისმგებლო კომპანია, რომელსაც ყველა ხელისუფლება ელოლიავება. ჩემი გამარჯვების შემთხვევაში, პირველი, რასაც ხელს მოვაწერ, „სითი პარკის" თბილისიდან გაშვების განკარგულება იქნება, ამის შემდეგ საერთაშორისო ტენდერი უნდა გამოცხადდეს,“- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები