1 5 : 1 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

კვირიკაშვილმა პენსს კოსმოსში ჩაკრულოს გაშვების ისტორია უამბო

საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მეუღლესთან ერთად აშშ-ის ვიცეპრეზიდენტ მაიკ პენსსა და ამერიკის დელეგაციას ოფიციალურ ვახშამზე მასპინძლობს. 

ვახშამზე ანსამბლმა „რუსთავმა“ „ჩაკრულო“ შეასრულა. პრემიერმა ვიცეპრეზიდენტს კოსმოსში "ჩაკრულოს" გაშვების შესახებ ისტორია მოუთხრო. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.

"დიდი მადლობა,ბატონო ვიცე-პრეზიდენტო. ერთი რამ მინდა აღვნიშნო - 40 წლის წინ ნასა-მ ქართული ხალხური პოლიფონიური სიმღერა „ჩაკრულო“ „ვოიაჟერის“ მეშვეობით, კოსმოსში გაგზავნა როგორც კულტურული მემკვიდრეობის ერთ-ერთი ძეგლი.

კარლ საგანმა, რომელიც პროექტის ხელმძღვანელი იყო, სიმღერა ფირფიტის საბოლოო ვერსიაში შეიტანა. ნასა-ს გუნდს დაუკავშირდნენ მოსკოვიდან და აღნიშნეს, რომ საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფო არ იყო და ამდენად, ქართული ხალხური სიმღერა ამ ჩანაწერთა სიაში არ უნდა ყოფილიყო.

რუსეთის წნეხის მიუხედავად, კარლ საგანმა და ნასა-მ „ჩაკრულოს“ დაუჭირეს მხარი. სულ ახლახან, „ვოიაჟერი“, ქართულ-ამერიკული მეგობრობის ხომალდი, მზის სისტემას გასცდა და უსასრულო სივრცეში გავიდა. ამდენად, ჩვენს სახელმწიფოებს შორის არსებული უსასრულო, ძმური ურთიერთობების აღსანიშნავად, მინდა ვთხოვო ჩვენს მომღერლებს შეასრულონ ეს სიმღერა", - უთხრა კვირიკაშვილმა პენსს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები