1 5 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

რიო დე ჟანეიროში მოგზაურობა! ადგილი, სადაც სიცოცხლეს სხვა ფერები აქვს!

კოპაკაბანა, იპანემა, ლებლონი, ქრისტეს ქანდაკება ყველაზე სანახაობრივი ადგილები მსოფლიოში... Free Travel-ის ბათუმის ფილიალის ტურ ოპერატორი ნათია ოქროპირიძე გვესაუბრა, თუ როგორ ავყვეთ რიოს რიტმს და ვიმოგზაუროთ FreeTravel -თან ერთად , იქ სადაც მზე ნამდვილად სხვანაირად ანათებს!


რიო დე ჟანეირო: მწვანე მთების, ცისფერი ცის, ლამაზი ყურეების, საოცარი პლაჟების და კუნძულების ქალაქია. ეს არის სიდიდით მეორე ქალაქი ბრაზილიაში და ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქალაქი მსოფლიოში! სანაპირო სასტუმროები გუანაბარას მთელს პერიმეტრზეა განლაგებული რომლიდანაც თვალწარმტაცი ხედი იშლება რიო დე ჟანერიოს სანაპიროების. ლურჯი ოკეანე გეპატიჟებათ ისეთ პრესტიჟულ სანაპიროებზე როგორებიცაა : კოპაკაბანა, იპანება და ლებლონი. მათთვის ვისაც უყვარს აქტიური დასვენება რიო, გთავაზობთ ნებისმიერ სპორტულ არჩევანს. ოქროს პლაჟებზე თქვენ შეგიძლიათ დაკავდეთ : ფრენბურთით, ფეხბურთით, რაფტინგით, დაივინგით, სერფინგით და ა.შ. სანაპიროს ტერიტორიაზე განლაგრბული ღია კაფეები, რომლებიც გეპატიჟებათ, რომ დააგემოვნოთ: ქოქოსის წყალი, სხვადასხვა ხილისა და გამაგრილებები სასმელებით. შევზვდებით მრავალ ქუჩის მუსიკოსებს რომლებიც ყველა სახის მუსიკით ტკბობას გვთავაზობენ.

კონკრეტულად რა შედის და რა მომსახურებას თავაზობთ მრაზილიაში გამგზავრების მსურველებს?
ტური საკმაოდ დატვირთული და მრავალფეროვანია.
დღე 1 : 
ჩაფრენა რიოს საერთაშორისო აეროპორტში და ტრანსფერი კოპაკაბანასთან მდებარე სასტუმრომდე.
დღე 2 : 
შაქრისთავა მთა და პლაჟები (ხანგრძლივობა: 4 საათი)
საუზმის შემდეგ მოვინახულებთ შაქრისთავა მთას. პირველი გაჩერება იქნება ურკას მთასთან, რომელიც არის საკმაოდ დიდი მანძილზე გადაჭიმული და გპასპინძლობთ სარესტორნო მომსახურეობით. შაქრისთავა მთიდან იშლება ულამაზესი ხედები რიოზე: კოპაკაბანას სანაპიროები, ყურეები, კუნძულები, ნიტეროის ხიდი და მთავარი ეს არის ქრისტეს ქანდაკება. მოგვინებით მოვინახულებთ რიოს ულამაზეს პლაჟებს. ტურის შემდეგ ვბრუნდებით სასტუმროში.
დღე 3 :
კორკოვადოს მთა და ქალაქის ტური (ხანგრძლივობა: 4 საათი)
საუზმის შემდეგ ტურს ვაგრძელებთ ქალაქის სადგურიდან სადაც ტრამვაით მივემართებით კორკოვადოს მთისაკენ. ტრამვაით მგზავრობისას გვექნება შესაძლობლობა მოვინახულოთ ეგზოტიკური ბუნება და ცხოველთა სამყარო. კორკოვადოს მთა ზღვის დონიდან 700 მ. მდებარეობს და მასზე აღმარტულია ე.წ რიოს სიმბოლო ქრისტეს ქანდაკება (რომელიც აშენებულია 1931 წელს  და 38 მ-საა.) თვაწარმტაცი ხედები, გუანაბარაზე, ნიტეროის ხიდი, ეგზოტიკური ბუნება, და მსოფლიოს უდიდეს მარაკანას სტადიონი თქვენს თვალწი გადაიშლება. ტურის გრძელდება ძველი რიოს ტერიტორიაზე, სადაც მოვინახულებთ რამოდენიმე ძველ ეკლესია-მონასტრებს, ქალაქის მთავარ საკათედრო ტაძარს, ასევეძველი კოლონიური სტილის შენობებს. ტურის შემდეგ დაბრუნება სასტუმროში.
დღე 4: და 5 დღე: 
რიო დე ჟანეირო
საუზმის შემდეგ გექნებას საშუალება სურვილისამებრ დაისვენოთ მოინახულოთ ქალაქი, გავიდეთ პლაჟებზე ან მოითხოვოთ დამატებითი ტურები.
ტურები:
რიოს ბოტანიკური ბაღი : (ხანგრძლივობა 4 საათი)
რომელიც 200 წელზე მეტია რაც არსებობს ,137ჰ მდებარეობს და მოიცავს 7000 ზე მეტი სახეობის მცენარეებსა და 134 მეტრიან სამეფო პალმებს. იხილავთ ორქიდეებს, ბამბუკებს და სხვადახვა მტაცებლელ ცხოველებს. მყალზე მცურავი მცენარე ვიქტორია, რომელსაც შეუძლია დაიტიოს 5 წლის ბავშვი და ა.შ. 
ტროპიკული კუნძულების ტური : (ხანგრძლივობა8 საათი)
კუნძული იაკურავა, მდებარეობს რიოდან 1,5 საათის მაძილზე. კუნძულზე აქტუალურია : მეთევზეობა, ტურიზმი და სოფლის მეურნეობა. მოგზაურობისას თქვენ იხილავთ წყალქვეშა სამყაროს უზარმაზარ თევზებს, ტროპიკულ ტყეებში მობინადრე თუთიყუშებს, მოგეცემათ საშუალება დატკბეთ ოკეანის აბაზანებით და ისადილოთ უმშვენიერეს ბუნებაში. ტურის შემდეგ ვბრუნდებით სასტუმროში.
სამეფო ქალაქი მეტროპოლი:
მეტროპოლისი არის ბრაზილიის ერთ- ერთი ყველზე მნიშვნელოვანი ისტორიული ქალაქი, რომელიც მდებარეობს რიო დე ჟანეიროდან 60 მეტრში.  პედრო II - მ შეიძინა საზაფხულო სასახლე ქალაქში სადაც დაბნავა თავისი ქალიშვილი რომელიც ჯამრთელობის მდგომარეოვის გამო ვერ ეგუებოდა რიო დე ჟანეიროს კლიმატურ პირობებს. ქალაქის ევროპელმა დამარსებლებმა აქ ბევრი ნაგებობა ააშენეს რომელიც ძირითადად გერმანული სტილის გამოირჩევა. სამეფო სასახლე დღემდე ინახავს სამეფო ოჯახის ავეჯის მრავალფეროვან ნივთებს, რომლესაც ეხლა მუზეუმი ინახავს. გვხვდება უნიკალური საიუველირო ნივთები მაგ: ოქროს გვირგვინი გაფორმებული ბრილიანტებით და მარგალიტებით. გიდთან ერთად მოვინახულებთ გოთურ ტაძარს.სადაც დაკრძალულია პრინცესა იზაბელი, მეფე პედრო II და მისი მეუღლე. 
დღე 6:
რიო დე ჟანეირო
საუზმის შემდეგ ტრანსფერი აეროპორტამდე.

რა ღირს ეს ტური და როგორ შეიძლება მსურველებმა დაჯავშნოს? 
ტურის ღირებულება ერთ ადამიანზე არის :
1 SGL : 2549 ₾ (ერთ ადგილიანი ნომერი)
2 DBL : 1813 ₾ (ორ ადგილიანი ნომერი)
3 TRL : 1718 ₾ (სამ ადგილიანი ნომერი

ღირებულება მოიცავს :

სასტუმროში განთავსება (Hotel Americas Copacabana 4* ან მსგავსი ტიპის)
დილის საზუმე
ექვსკურსიები
კვება ექვსკურისების დროს
სამოგზაურო დაზღვევა.

ღირებულებაში არ შედის:
ორმხრივი ავიაბილეთები

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მობრძანდეთ „Free Travel“-ის ოფისში:

მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N175, 
ქ. ბათუმი, კ. გამსახურდიას N38, 
ან დაგვიკავშირდით:
მობილური: +995 595479955; +995 595439955;

ვებ.გვერდი: www.freetravel.ge
ელ.ფოსტა: [email protected][email protected];
Skype: LTDFreeTravel
https://www.facebook.com/FreeTravelLTD/

კომენტარები

მსგავსი სიახლეები