ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია...
მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია. რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე დაკავებული ახალგაზრდა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გასულ კვირას მას შემდეგ შეიწყალა, რაც სასამართლ...
|
კომპანია „ა.ნ. ფუდ სერვისი“ სკანდალში ეხვევა. უვარგისი და ჯანმრთელობისთვის საშიში საკვები პროდუქტების გამო, „ჯორჯიან მანგანეზის“ დროებითი მმართველი იძულებული გახდა „ა.ნ. ფუდ სერვისთან“ სამწლიანი ხელშეკრულება გაეუქმებინა. ნიკოლოზ ჩიქოვანი, რომელიც „ჯორჯია მანგანეზში“ დაახლოებით სამი თვის წინ დროებით მმართველად დაინიშნა, კომპანიის თანამშრომლების კვების ხარისხით დაინტერესდა და არსებული დარღვევები სწორედ მან გამოავლინა.
ხელშეკრულება კომპანია „ა.ნ. ფუდ სერვისსა“ და „ჯორჯიან მანგანეზის“ ადმინისტრაციასთან სამი წლის წინ გაფორმდა. ის ჭიათურის მაღაროსა და ზესტაფონის ფეროშენადნობების ქარხნის თანამშრომლებს საკვები პროდუქტებით ამარაგებდა. ბოლო წლების განმავლობაში თანამშრომლები, მათ შორის მუშები და მაღაროელები უვარგისი საკვები პროდუქტების გამო უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ. ართცუ იშვიათად, იყო შემთხვევები, როდესაც უვარგისი საკვების მიღების შემდეგ მათ ჯანმრთელობის პრობლემები ექმნებოდათ.
კომპანიაში აცხადებენ, რომ კვებითი ინტოქსიკაციის ხშირი შემთხვევებიც იყო.
ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ ფოტოებზე ასახულია, თუ რა საკვებით იკვებობდნენ კომპანიის თანამშრომლები.
„ცომი რომელსაც ბუზი და ჭიანჭველები ეხვევა, ე.წ. მაცივარი, სადაც გალურჯებული ხორცი დაბინძურებულ თაროებზე, დაბინძურებულ ჭურჭელში ინახება. იგივე ხორცი, ამჯერად დამუშავების პროცესში…გარემო აქაც იდენტურია – ანტისანიტარია და ბინძური ინვენტარი. შენახვის სახარბიელო პირობები არც რძის ნაწარმის შემთხვევაში შეიმჩნევა. ყველა ნაჩვენები კადრი ერთ სივრცეში, ერთი დღის განმავლობაშია გადაღებული“ – აღნიშნულია „იბერიას“ მიერ მომზადებულ სიუჟეტში.
„იყო შემთხვევები, როდესაც ჩვენს თანამშრომლებს ფაღარათი ჰქონდათ“, – ამბობს ერთ-ერთი მუშა.
ფაქტს, რომ თანამშრომლები უხარისხო საკვების გამო პრეტენზიას ხშირად გამოთქვამდნენ, „ჯორჯიან მანგანეზის“ დროებითი მმართველიც ადასტურებს.
„იყო შემთხვევაც, როდესაც თანამშრომლებმა უხარისხო საკვების მიღება გააპროტესტეს, მათ დადეს ინსტრუმენტები და მუშაობას თავი დაანებეს, საკმაოდ ლეგიტიმური იყო მათი ქმედება იმ დღეს… უხერხულიც არის იმის მოყოლა, რა ხდებოდა ცომში, ხორცში, მაცივრებში და ა.შ. ამ ყველაფრის გამო გავწყვიტეთ კონტრაქტი და შემოვიყვანეთ ახალი კომპანია. უკვე მოდის ჩვენამდე ინფორმაცია, რომ ახალი კომპანიით თანამშრომლები კმაყოფილები არიან“,- აცხადებს ნიკოლოზ ჩიქოვანი.
შეგახსენებთ, რომ „ა.ნ. ფუდ სერვისი“ სამი წლის განმავლობაში ემსახურებოდა, როგორც ზესტაფონის ფერადშენადნობთა ქარხნის, ისე ჭიათურის სამთო-გამამდრიდრებელი კომბინატის თანამშრომლებს. კომპანია დაახლოებით 5500 ადამიანის კვებაზეა პასუხისმგებელი.
„ა.ნ. ფუდ სერვისთან“ თანამშრომლობის შეწყვეტის შემდეგ კომპანიასთან სამართლებრივ დავას იწყებენ. სასამართლოში ხელშეკრულების პირობების დარღვევასთან დაკავშირებით უკვე შეტანილია სარჩელი. „ჯორჯიან მანგანეზის“ სარჩელის საფუძველზე „ა.ნ. ფუდ სერვისის” ქონების ნაწილს უკვე ყადაღა დაადეს.
მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია. რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე დაკავებული ახალგაზრდა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გასულ კვირას მას შემდეგ შეიწყალა, რაც სასამართლ...
პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი, ხათუნა სამნიძე მძიმე სენს ებრძვის. ის ახლა ქიმიოთერაპიის კურსს გადის, რაზეც ტელეკომპანია “ფორმულაზე” თავად ისაუბრა. "ქალ დეპუტატებთან ერთად ამ მძიმე ბრძო...
სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება: უწყების თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზ...
დღეს, 3 საათზე, იაშვილის კლინიკაში, პეტრეს წამლის პირველ დოზას გაუკეთებენ. ❤️ დავწერ, როგორ ჩაივლის. დღეიდან ყოველდღე 16-17 წლამდე, ანუ მანამ, სანამ ზრდის ზონები დაეხურება, ინექციის სახით...
ამერიკაში, ფილადელფიაში 40 წლამდე ქართველი კაცი გარდაცვლილი იპოვეს. დათო ბუზალაძეს 11 დღის განმავლობაში ეძებდნენ და გარდაცვლილი საკუთარ ავტომობილში ნახეს. დავით ბუზალაძე მომღერალ ნუცა ბუზალაძის ძმაა. ...
უელსის პრინცესას, ქეით მიდლტონს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. ამის შესახებ ქეითი ვიდეო მიმართვას ავრცელებს. "ეს იყო შოკი, მაგრამ მე კარგად ვარ და დღ...
საქართველო ლუქსემბურგის საფეხბურთო მატჩის დროს, „დინამო არენაზე“ ნუცა ბუზალაძე ევროვიზიის საკონკურსო სიმღერას Firefighter შეასრულებს. ამის შესახებ ინფორმაციას პ...
კომენტარები