0 2 : 4 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

CRRC-ს ანალიტიკოსი: "აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმემ შესაძლოა საქართველოს რეპუტაცია შელახოს"

NDI-ის კვლევაში ადამიანები შეშფოთებულები არიან იმის გამო, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმემ შესაძლოა საქართველოს რეპუტაცია შელახოს, - ეს განცხადება „CRRC საქართველოს“ საჯარო პოლიტიკის უფროსმა ანალიტიკოსმა, დავით სიჭინავამ გააკეთა. 

„საერთო ჯამში 51%, უფრო მეტი ადამიანი დადებითად აფასებს საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობას, ვიდრე უარყოფითად, განსაკუთრებით ეს სიტყვის თავისუფლებას შეეხება. თუმცა, როდესაც საქმე მთავრობის მხრიდან მოქალაქეთა აზრის გათვალისწინებასთან მივა, ამ შემთხვევაში უარყოფითი დამოკიდებულება თბილისში ჭარბობს.

 მეორე მნიშვნელოვანი საკითხი მიმდინარე მოვლენებს, მათ შორის აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმეს შეეხებოდა. მოსახლეობის 3/4-ს ამის შესახებ ინფორმაცია აქვს და გამოკითხულთა დიდი ნაწილი თვლის, რომ მთავრობა მეტ-ნაკლებად პასუხისმგებელი უნდა იყოს. ადამიანები შეშფოთებულები არიან იმის გამო, რომ მომხდარმა შესაძლოა საქართველოს რეპუტაცია შელახოს“, - აცხადებს დავით სიჭინავა. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები