1 4 : 4 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

საოჯახო მედიცინის დაწესებულებების ქსელი „მედკაპიტალი“ ფართოვდება

საოჯახო მედიცინის დაწესებულებების ქსელი „მედკაპიტალი“ ფართოვდება და თბილისში, დიდუბის რაიონში კიდევ ერთ ამბულატორიულ ცენტრს ხსნის. „მედკაპიტალის“ ახალი პოლიკლინიკის მშენებლობა უკვე დაწყებულია და ერთ წელიწადში დასრულდება.

გამოცდილი ექიმებით დაკომპლექტებული ახალი სამედიცინო ცენტრი აღჭურვილი იქნება უახლესი აპარატურით და პაციენტების სამედიცინო სერვისებით მომსახურებას 2018 წლის მეორე ნახევარში დაიწყებს.

ამჟამად „მედკაპიტალის“ ამბულატორიული ქსელი ოთხ ამბულატორიულ დაწესებულებას მოიცავს, რომლებიც თბილისის სხვადასხვა უბნებში - გლდანში, დიდუბეში, საბურთალოსა და მოსკოვის გამზირზე მდებარეობს.

„მედკაპიტალი“ 2 წლის განმავლობაში განმავლობაში გეგმავს ქსელის გაფართოებას და საქართველოს მასშტაბით 12-14 სამედიცინო ცენტრს დამატებას რომლებიც თბილისის სხვადასხვა უბნებში, ქვეყნის ქალაქებსა და რაიონებში იქნება განთავსებული.   

კომენტარები

მსგავსი სიახლეები