1 1 : 5 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ბერძენი ექიმის მიერ მოკლული ქართველი ქალის შვილებს საბერძნეთიდან აძევებენ!

მაკედონია-თრაკის საჯარო უწყება ბერძენი ექიმის მიერ მოკლული ქართველი ქალის ორ შვილს ბინადრობის ნებართვას აღარ უგრძელებს და შესაბამისად, იძულებული არიან ქვეყანა დატოვონ.

ამის შესახებ ინფორმაციას “ჯორჯიანსი“ ავრცელებს.


დიანა ბერიძის ორი შვილი, რომელიც ქალს წინა ქორწინებიდან ჰყავდა, თესალონიკში, ბებიასთან და მამინაცვალთან ერთად ცხოვრობს. ცნობილია, რომ დიანას მეუღლემ, რომელიც ბერძენია, განაცხადა, რომ ის არასოდეს განასხვავებდა დიანას ორ შვილს საკუთარისგან და ისინი მათ საერთო შვილებად მიაჩნდა.


ოჯახის ადვოკატი ამბობს: “სიტყვები არ მყოფნის. საბერძნეთის მთავრობა თავის საშინელ სახეს აჩვენებს ამ ბავშვებს. ბავშვებს, რომლებიც აქ გაიზარდნენ, აქ დადიან სკოლაში, მათ დას (ბერძენი ქმრისგან) საბერძნეთის მოქალაქეობა აქვს, მამინაცვალი კი ბერძენი ყავთ. ახლა კი რას ვხედავთ? საბერძნეთის მთავრობა მათ ისე უყურებს, თითქოს კრიმინალები იყვნენ. მთავრობა მათ ხელს უნდა უწყობდეს ამ ტრაგიკული დასასრულის შემდეგ, დღეს კი ასე ექცევიან!”.  


ბავშვების პრობლემა მაქსიმალურად უნდა გახმაურდეს, რათა ამ საკითხს რაიმე სახის რეაგირება მოჰყვეს საბერძნეთისა და საქართველოს მთავრობების წარმომადგენლებისგან.

    კომენტარები

    მსგავსი სიახლეები