0 1 : 0 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

“ასეთი მძიმე სურათი არ მინახავს”: დედა და მისი შვილები, რომლებსაც ქუჩაში ძინავთ

ფოტო,რომელიც ფეისბუქზე ვრცელდება, საკმაოდ ემოციურია. ამის შესახებ სოციალურ ქსელ ფეისბუქის მომხმარებელი დავით ყიფიანი წერს და ფაქტის ამსახველ ფოტოებს ავრცელებს.

"მოკლედ მეგობრებო დაახლოებით ნახევარი საათის წინ არაყიშვილის და აბაშიძის კუთხეში ვნახე ეს ოჯახი დედა და ორი შვილი დაახლოებით 5 და 2-3 წლის. ასეთი მძიმე სურათი ალბათ არც მინახავს, რამაც ჩემზე ძალიან იმოქმედა და დარწმუნებული ვარ ზუსტად იგივე განცდა გექნებათ ყველას. ძალიან რთულია სიტყვებით ან თუნდაც სურათებით იმ სიტუაციის სიმძიმის აღწერა რაც მე ვნახე! შუა ქუჩაში, იქ სადაც ყოველდღიურად უამრავი ადამიანი დადის ჩვენს თვალწინ ტროტუარზე ძინავთ ამ ადამიანებს! ეს სურათები ჩემი გადაღებული არ არის მომერიდა გადაღება, მაგრამ აღმოვაჩინე ჩემი მეგობრის ფბ-ზე. არ ვიცი ვის ეხება ან ვინ უნდა მოაგვაროს ეს საკითხი, მაგრამ გთხოვთ ყველას გააზიარეთ, რათა მივიდეს იმ ადამიანებამდე, ვისაც შეუძლია ამ პრობლემის მოგვარება ან ჩვენ თვითონ მოვიფიქროთ რითი დავეხმაროთ ამ ოჯახს…“ – წერს ფეისბუქმომხმარებელი დავით ყიფიანი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები