1 8 : 5 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

მთავრობის საქმიანობას კარგად მხოლოდ 9% აფასებს - NDI

მთავრობის საქმიანობას კარგად მხოლოდ 9% აფასებს. ამის შესახებ NDI-ის თვითმმართველობასთან დაკავშირებული საკითხების საზოგადოებრივი აზრის მორიგ კვლევაშია ნათქვამი.

კვლევის მიხედვით, კითხვაზე როგორ შეაფასებდით არსებული მთავრობის საქმიანობას - 1% პასუხობს ძალიან კარგად, 9% მთავრობის საქმიანობას კარგად აფასებს, 52%-ის შეფასება საშუალო, 23% მთავრობის საქმიანობას ცუდად აფასებს, ხოლო 12% ძალიან ცუდად.

NDI-ის საზოგადოებრივი კვლევის პრეზენტაცია ამ წუთებში მიმდინარეობს. კვლევაში ძირითადად ყურადღება გამახვილებულია მოსახლეობის თვითმმართველობის საკითხებთან დამოკიდებულებაზე, შეფასებულია ამ მიმართულებით ხელისუფლების მუშაობა და პარლამენტის მიერ მიღებული კანონი.

კითხვები შეეხება სამუშაო პირობებს. ასევე საქართველოსა ნატოსა და ევროპასთან ინტეგრაციას.

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 18 ივნისი - 9 ივლისის პერიოდს მოიცავს. კვლევა საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,261 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები