1 8 : 3 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

აშშ-ში ავარიის დროს ქართველმა მამაკაცმა ორი მოქალაქე მანქანაში დაწვას გადაარჩინა

  ქართველი ემიგრანტი მაია ბაჩანაშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე ამაღელვებელ პოსტს აქვეყნებს.. როგორც მისი შინაარსიდან ირკვევა, ქართველი მამაკაცი, რომელიც აშშ-ში ცხოვრობს, ავტობანზე ავარიის მომსწრე გახდა, რა დროსაც ალმოდებული მანქანიდან ორი მოქალაქე გამოიყვანა. 
ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა - მანქანიდან მისი გადმოყვანა ვერ მოხერხდა. 

   "საზარელი საგზაო შემთხვევა რომელიც დღეს ამერიკაში მოხდა, ჩემების თვალწინ დატრიალდა... ჩემი ბიძაშვილი და მისი მეუღლე უშუალო მონაწილე გახდნენ...სიძემ რომელმაც დაუფიქრებლად ფაქტიურად გაწირა თავი რომ გადაერჩინა ადამიანები მან მართლაც შეძლო და ორი ამერიკის მკვიდრი მოქალაქე სიკვდილისგან იხსნა. 
     სამწუხაროდ მესამის გადარჩენა ვეღარ მოასწრო 😔 სამწუხაროდ ის ცოცხლად დაიწვა... 
Mi Kheil შენ ხარ ყველაზე მამაცი და გმირი ადამიანი რომელმაც სხვისი გადარჩენისთვის საკუთარი სიცოცხლე საფრთხეში ჩაიგდე!!!! 
    მე ვამაყობ შენით და ვიცი, ბევრი ქართველი იამაყებს შენი ქართველობით!!!!!!"- წერს ბაჩანაშვილი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები