2 0 : 1 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

,,მინდა ვამხილო ის უსინდისო და სამარცხვინო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც სასამართლო სხდომები არის დახურული"

ჩამოტვირთვა


ე.წ ციანიდის საქმეზე მაღალი იერარქიის სასულიერო პირების დაკითხვა გრძელდება. დღეს სასამართლოს ჩვენებას მისცემს ჭყონდიდის მიტროპოლიტი. მეუფე პეტრე საქალაქო სასამართლოში უკვე მივიდა.  

სხდომაზე შესვლამდე ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მცირე კომენტარი გააკეთა. მეუფე პეტრე ამბობს, რომ დაადასტურებს იმ განცხადებებს, რომელსაც სატელევიზიო ეთერით აკეთებდა.

ჭყონდიდის მიტროპოლიტის განცხადებით, ის გეგმავს ამხილოს „ის უსამართლო და სამარცხვინო გადაწყევტილება“, რის გამოც ე.წ. ციანიდის საქმეზე სასამართლო სხდომების დახურვა მოხდა.

„პირველ რიგში, რაც მინდა ვთქვა და ვამხილო ის უსინდისო, უსამართლო და სამარცხვინო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც სასამართლო სხდომები არის დახურული, დანარჩენს შემდეგ ვისაუბრებ.

"მე პირველად ვიქენი დაკითხული ჩემი სატელევიზიო განცხადებებიდან გამომდინარე დ მზად ვარ, იგივე დავადასტურო, რასაც ვამბობდი ტელევიზიებით,“ - განაცხადა მეუფე პეტრემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები