0 0 : 5 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ძალადობა 58 წლის ყრუ-მუნჯ ქალზე

სიღნაღის მუნიციპალიტეტში, ქალაქ წნორში 58 წლის ქალზე წლების განმავლობაში განხორციელებულ ძალადობაზე გამოძიება ერთი წელია, მიმდინარეობს.

თუმცა, ამ ეტაპზე არცერთი მოძალადე ჯერ არ გამოვლენილა. დღემდე უცნობია დეტალები, ზუსტად სად და როდის მოხდა ეს ყველაფერი.

ადამიანის უფლებათა ცენტრის კოორდინატორის, ლია ხუროშვილის თქმით, საქმეს სათანადო ყურადღება არ ექცევა.

58 წლის ყრუ-მუნჯი ქალი წლების განმავლობაში ძალადობის მსხვერპლი იყო. მისი მეურვის განცხადებით, ქალი წარმოშობით დაღესტნელია და საქართველოში უკვე 40 წელია, იმყოფება. მეურვის ოჯახის განცხადებით, ლოგინად ჩავარდნილი ქალი წნორში ნახეს და მათი თქმით, მხოლოდ ამის შემდეგ გაარკვიეს, რომ მასზე წლების განმავლობაში ძალადობდნენ. მეურვეებს თავად ჟესტების ენით აუხსნა, რომ 10 შვილი ჰყავს გაჩენილი.

"პოსტსკრიპტუმის" ინფორმაციით, ძალადობის მსხვერპლმა ქალმა ცხოვრების ბოლო წლები წნორში გაატარა და ამ დროისთვის, მას მხოლოდ დროებითი ბინადრობის უფლება გააჩნია, რომელსაც ვადა 2020 წელს გასდის. დაზარალებული სოცისლური სერვისებით ვერ სარგებლობს. უფრო მეტიც, მის გამო, სოციალური დახმარება მეურვესაც მოეხსნა.

    სრული ვერსიის ნახვა rustavi2.ge

    კომენტარები

    მსგავსი სიახლეები