1 1 : 4 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

17 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
საინტერესო დღე გელით, ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედეთ. საქმიანი პარტნიორები მომთხოვნები და ეჭვიანები არიან. პირადი ცხოვრება ჩაფიქრებულზე უკეთესად გაქვთ. 

კურო
საინტერესო შემოთავაზებებს მიიღებთ. აირჩიეთ საუკეთესო ვარიანტი. თუმცა, მოშურნეებს თქვენი წარმატების შესახებ ნუ გაუმხელთ. საღამო სუფთა ჰაერზე გაატარეთ. 

ტყუპი
საინტერესო მოვლენებით დატვირთული დღე გელით. ეცადეთ, მოვლენების და საქმის კურში იყოთ. საქმიან პარტნიორებთან ურთიერთობისას მეტად გამოავლინეთ დიპლომატია. სასიყვარულო სფეროს გასაუმჯოობესებად - ფანტაზია. 

კირჩხიბი
მიუხედავად იმისა, რომ შემოქმედებითი იდეების განხორციელება გსურთ, დღევანდელი დღე რუტინული საქმეების მოგვარებას უნდა დაუთმოთ. საღამო მეგობრებთან ერთად მხიარულ გარემოში გაატარეთ. 

ლომი
გარშემო საიმედო და გამოცდილი ადამიანების ჯგუფი შემოიკრიბეთ და მეტად გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. თუმცა, იყავით მომთმენი და ღიმილიანი. ერთიანი ძალებით არ გაგიჭირდებათ მოშურნეების გზიდან ჩამოცილება. 

ქალწული
სიურპრიზებით აღსავსე დღე გელით. საინტერესო და საჭირო ადამიანებს გაიცნობთ. საქმიან შემოთავაზებას მიიღებთ. კარგი იქნება, თუ დროზე ადრე არ გახსნით ყველა კარტს. 

სასწორი
ჩამოწერეთ შესასრულებელი საქმეების სია და არ გადაუხვიოთ გეგმიდან. კარგი დღეა სწავლისა და შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად. საღამო მეგობრებთან ერთად მხიარულ გარემოში გაატარეთ. 

მორიელი
იდეებისა და გეგმების რეალიზებას შეძლებთ. მთავარია, არ აჩქარდეთ და გვერდით გამოცდილი ადამიანები გყავდეთ. საყვარელი ადამიანი რომანტიკულ თავგადასავალში აიყოლიეთ. 

მშვილდოსანი
დილიდან სამსახურის საქმეების მოგვარებით იქნებით დაკავებული. სწორად შეადგინეთ სამოქმედო გეგმა და პირადი ცხოვრებისთვისაც მოიტოვეთ დრო. საყვარელი ადამიანის მიმართ მეტად მომთმენი უნდა იყოთ. 

თხის რქა
დააფასეთ საკუთარი თავი და დრო. ნუ ითავებთ გარშემო მყოფების საქმეებისა და პრობლემების მოგვარებას. საღამო მეგობრებთან ერთად მხიარულ გარემოში გაატარეთ. 

მერწყული
ფორტუნა გწყალობთ. იყავით მეტად კომუნიკაბელური. საჭირო და გავლენიან ადამიანებთან ურთიერთობისას მეტად გამოავლინეთ დიპლომატია. საღამოს რომანტიკული სიურპრიზი გელით. 

თევზები
მეტი ყურადღება მიაქციეთ ახლობლების რჩევებს. ზოგიერთი სასარგებლო იქნება. ინტუიციასაც ენდეთ. პირად ურთიერთობაში ჰარმონია და ურთიერთგაგება დაისადგურებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები