1 4 : 4 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

მეუფე იაკობის დაკითხვა დასრულდა

ჩამოტვირთვა

„სიმართლე გაირკვევა,“ - ასე შეაფასა საქალაქო სასამართლოდან გამოსულმა მეუფე იაკობმა ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებული დაკითხვა. მეუფე იაკობის დაკითხვა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.

საქალაქო სასამართლოდან გამოსულმა მეუფე იაკობმა აღნიშნა, რომ ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გასცა. მისი განცხადებით, კითხვები დეკანოზმა გიორგი მამალაძემაც დაუსვა. 

საქალაქო სასამართლოში ქორეპისკოპოსი თეოდორეც დაიკითხა, თუმცა მას "კურიერის" კითხვებისთვის არ უპასუხია. პატრიარქის საქართველოში არყოფნის პერიოდში სწორედ ის აწერს ხელს სხვადასხვა დოკუმენტებს. "კურიერის" კითხვაზე შეიძლებოდა თუ არა, მას ჰქონოდა ხელი რომელიმე შპს-სთან არსებულ დოკუმენტებთან დაკავშირებით, რომელიც მამა გიორგის სახელთან აიგივებენ, მან ამ კითხვას არ უპასუხა.

ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში სინოდის 2 წევრის დაკითხვა გრძელდება.

დღეს საქალაქო სასამართლოში პატრიარქის მდივან-რეფერენტი დაკითხეს, რომელმაც სასამართლოს დატოვების შემდეგ კომენტარი არ გააკეთა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები