1 3 : 4 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

,,ათი ათასი ქონდა ხელფასი და 1%-იანი რეიტინგი ვერ დადო"- გვარამია ჩერგოლეიშვილს დაუპირისპირდა

"რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია  "ტაბულას" დამფუძვნებელ თამარ ჩერგოლეიშვილს უპირისპირდება. დაპირისპირების მიზეზი ჩერგოლეიშვილის პოსტი გახდა.

,,ამ ისტერიულ ქალს უნდა შევუთანხმო ეტყობა, რა მიყვარს და რას ვყიდულობ. ყველას შევახსენებ, იმ პარტიის ჩათვლით, რომლის დედა დედოფალიცაა, რომ ტვ ტაბულას დირექტორი იყო, გაატყავა კახა ბენდუქიძე და არა მარტო ის, ათი ათასი ქონდა ხელფასი და 1%იანი რეიტინგი ვერ დადო და ბოლოს დახურა ეს წარუმატებელი პროექტი. მისი ყველა ჟურნალისტი (მოქმედი) ოფიციალური პარტმუშაკია (საწყენია, ძალიან ნიჭიერებიც არიან მათ შორის), ტაბულა - მემარჯვენე ასავალ-დასავალი გახდა და თვითონ - მარშალპრესის ვარსკვლავი. და ახლა ეს ლუზერი და თვითგამოცხადებული ჟურნალისტი ასწავლის რ2ის უმაღლესი კლასის ჟურნალისტებს და პროდიუსერებს, ბალანსი როგორ დაიცვან და ნიუსი როგორ აკეთონ,"-წერს გვარამია სოცილურ  ქსელში. 

ნიკა გვარამიას სკანდალური განცხადება, რამდენიმე საათის წინ ჩერგოლეიშვილის მიერ გამოქვეყნებულ სტაუსს მოჰყვა:

"რუსთავის რეალტივიზაცია გამალებული ტემპით მიდის.ნოდარა მელაძემ, საოკუპაციო ხაზთან ყველა იყო, ევროპული საქართველოს გარდაო - კიკნაველიძის სინქრონი ამოაგდეს სამიანიდან :)მაჭუტაძის სინქრონიც კი გავიდა, სხვა 8 სინქრონთან ერთად სამიანში. კიკნაველიძე ამოვარდა :Dირაკლი ეტყობა გადაცმული მიშა იყო - გვირაბი გამოთხარა და ინით შეღებილი წვერით დადის, ვინმემ არ ამოიცნოს შემთხვევითო და გააქრეს.P.S. კიკნაველიძემ დაურეკა, იქ ვიყავი და რატომ ამომაგდეო და მკიდიხართო,"-დაწერა თამარ ჩერგოლეიშვილმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები