2 1 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ივანიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მისი ყოფილი დაცვის უფროსი ახალ ინფორმაციას ავრცელებს

ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის ყოფილი უფროსი და სახელმწიფო დაცვის მოქმედი ხელმძღვანელი, ყოფილი პრემიერის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პირველ კომენტარს აკეთებს.

ანზორ ჩუბინიძეს ბიძინა ივანიშვილი პირადად არ უნახავს, თუმცა  ამბობს:

„გარწმუნებთ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან კარგია. ბიძინა ივანიშვილი ბოლოს ვნახე, დაახლოებით, 20-25 დღის უკან. ბატონი ბიძინა იმყოფება საქართველოში, მას არ დაუტოვებია საქართველოს ტერიტორია. მას შემდეგ, რაც მისი ჯანმრთელობის შესახებ ჭორები აგორდა, არ მინახავს, თუმცა, მისი დაცვის თანამშრომლებთან მჭიდრო კავშირი მაქვს, კარგად ვიცნობ, ბევრი ჩემი მეგობარია, კარგად ვიცი ინფორმაცია, ბატონ ბიძინას ჯანმრთელობის პრობლემა არ აქვს,“ - განაცხადა ანზორ ჩუბინიძემ. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები