1 4 : 0 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

თბილისის მერიამ მოქმედ ლიანდაგზე ასფალტი გადააგო

დიდუბეში ერთ-ერთ სარკინიგზო ჩიხში, 7 საათის განმავლობაში მუშაობა შეფერხებული იყო. თბილისის მერიამ ასფალტი სარკინიგზო ლიანდაგებზე დააგო.

მატარებელი, რომელსაც სამშენებლო მასალა, დიდუბეში, ერთ-ერთი საწყობში უნდა გადაეტანა, 7 საათის განმავლობაში გაჩერებული იყო. მემანქანემ, რომელიც ამ გზას დღეში რამდენჯერმე გადის, ღამით აღმოაჩინა, რომ მერიამ სარკინიგზო ლიანდაგზე ასფალტი დააგო. მოქმედი ლიანდაგზე ასფალტის საფარის გადაგებამ, ტვირთგადაზიდვის პარალიზება მოახდინა.

თვითმხილველის მიერ ღამით გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ ლიანდაგზე დაგებული ასფალტის ასაყრელად, მუშები არიან მობილიზებულები

კომენტარები

მსგავსი სიახლეები