1 6 : 4 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ფირცხალავას მხრიდან მამალაძეზე შესაძლო ზეწოლა - პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

პროკურატურამ ირაკლი ფირცხალავას მხრიდან მოწმეზე განხორციელებული შესაძლო ზემოქმედების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. 

უწყება განმარტავს, რომ გამოძიებას საფუძვლად, ჟურნალისტ ირაკლი მამალაძის განცხადება დაედო, სადაც ნათქვამია, რომ მსჯავრდებულ ირაკლი ფირცახალავასმხრიდან, ირაკლი მამალაძის მიმართ ხორციელდება მიზანმიმართული ფსიქოლოგიური ზემოქმედება. 

"2017 წლის 25 ივნისს, საქართველოს პროკურატურამ დაიწყო გამოძიება მოწმეზე განხორციელებული შესაძლო ზემოქმედების ფაქტზე.
გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო ჟურნალისტ ირაკლი მამალაძის განცხადება, რომელშიც იგი მიუთითებს, რომ მასზე, როგორც ბრალდების მხარის მოწმეზე, მსჯავრდებულ ირაკლი ფირცხალავას მხრიდან ხორციელდება მიზანმიმართული ფსიქოლოგიური ზემოქმედება, ასევე მისი დისკრედიტაცია და პატივისა და ღირსების შელახვა, რაც მიზნად ისახავს გიორგი მამალაძის ბრალდების საქმეზე სასამართლოში მის მიერ მიცემული ჩვენების შეცვლას. 
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 372-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. საქმეზე ტარდება სხვადასხვა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. გამოძიების შედეგების შესახებ ეცნობება საზოგადოებას,"-ნათქვამია განცხადებაში. 

შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტი ირაკლი მამალაძე, ე.წ. ციანიდის საქმეში პროკურატურის მთავარი მოწმეა. 

ირაკლი ფირცხალავამ კი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გაავრცელაწერილი, სადაც ნათქვამია, რომ ირაკლი მამალაძე სპეცსამსახურების აგენტი ჯერ კიდევ მისი ძალოვან უწყებაში მუშაობის დროს გახდა და დარწმუნებულია, რომციანიდის საქმეც ირაკლი მამალაძის ფარული საქმიანობის გაგრძელებაა. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები