1 1 : 1 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ოლივერ სტოუნის ფილმში „პუტინი“, საქართველოს რუკა დამახინჯებულად არის გამოყენებული

  ოლივერ სტოუნმა  ფილმში „პუტინი“,  საქართველოს რუკა დამახინჯებულად გამოიყენა. 

 საქმე იმაშია, რომ რუკის მიხედვით, საქართველოს ტერიტორიების ნაწილი რუსეთის შემადგენლობაშია შესული. ერთ-ერთ კადრში სახელმწიფოების დასახელებებს შორის აფხაზეთი და სახმრეთ ოსეთიც არის. 

 საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ამ ფაქტზე ჯერ ინფორმაცია არ გააჩნიათ და დეტალების გარკვევას შეეცდებიან.

  შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტზე ოლივერ სტოუნი ფილმს  2 წლის განმავლობაში იღებდა. ამერიკელმა რეჟისორმა ვლადიმერ პუტინთან 10 ინტერვიუ ჩაწერა. ფილმის პრემიერა 12 ივნისს გაიმართა და ის 4 ნაწილისგან შედგება.

სტოუნის მორიგი ნამუშევარი კრიტიკოსებმა უარყოფითად შეაფასეს და აღნიშნეს, რომ რეჟისორი ცდილობს პუტინი პოზიტიურ კონტექსტში წარმოაჩინოს.


კომენტარები

მსგავსი სიახლეები