0 6 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

არასამთავრობოების საგანგებო განცხადება

ჩამოტვირთვა

არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებას ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიღებასა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაში ადანაშაულებენ. საქმე ეხება მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას, მაჟორიტარული სისტემის შენარჩუნებასთან დაკავშირებით.

ერთობლივი განცხადება „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“,  „საერთშორისო გამჭვირვალობამ“ და „სამართლიანი არჩევნებმა“, რამდენიმე წუთის წინ გააკეთეს.

„მიუღებელია მმართველი გუნდის გადაწყვეტილება, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა გადავადდეს. სრულიად გაუგებარია, რატომ ხდება ამ გადაწყვეტილების მიღება, იმ პირობებში როდესაც თვეების განმავლობაში მუშაობდა საკონსტიტუციო კომისია, იყო შექმნილი პროცესი და ახლა გამოდის, რომ ამ პროცესისთვის ხდება ხაზის გადასმა და ერთპარტიული გადაწყვეტილების მიღება და გაფორმება კონსტიტუციის სახით, რაც არ არის დემოკრატიული ნაბიჯი და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ნაბიჯი არ გადადგას მმართველმა ძალამ,“-განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელთა განცხადებით, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა აუცილებლად 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის უნდა მოხდეს. სამოქალაქო სექტორი სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციებს აანონსებს.

„მიუხედავად ბევრი პრობლემისა, მიუხედავად ბევრი ხარვეზისა, ჩვენ ვიყავით ჩართული და ვცდილობდით, რომ ბოლო მომენტამდე პოზიტიური ცვლილებები შეგვეტანა საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში, მაგრამ დღეს უკვე, მას შემდეგ რაც ვხედავთ, რომ ხელისუფლება აიგნორებს არა მარტო ჩვენს, არამედ ზოგადად, მათსავე ინიცირებულ საკონსტიტუციო ფორმას, ჩვენ ვფიქრობთ, რომ მეტად უკვე ამ პროცესში ჩართულობას აზრი აღარ აქვს,“-აცხადებს "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ბენიძე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები