0 5 : 5 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

22 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
მეტი დრო გაატარეთ საზოგადოებაში, იყავით კომუნიკაბელური. შინაურებს საოჯახო საკითხების მოგვარებაში დაეხმარეთ. საღამოს საყვარელ ადამიანთან ერთად სუფთა ჰაერზე გაისეირნეთ. 

კურო
ნაკლები ყურადღება მიაქციეთ ნეგატიურ ინფორმაციას. აქცენტი გადაიტანეთ მხოლოდ პოზიტივზე. კოლეგებთან ერთად განიხილეთ მიმდინარე საქმეები. საყვარელი ადამიანი თქვენგან მეტ ყურადღებას ელის. 

ტყუპი
ფორტუნა აქტიურ ადამიანებს სწყალობს. საინტერესო და სარფიან შემოთავაზებებს მიიღებთ. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობისას მეტად გამოავლინეთ დიპლომატია. 

კირჩხიბი
საინტერესო და გავლენიან ადამიანებთან გელით შეხვედრები. დღეს ვიღაც ეცდება, თქვენი კეთილგანწყობით ბოროტად ისარგებლოს. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ. 

ლომი
პოზიტიური დღე გელით. გააუმჯობესეთ ურთიერთობა კოლეგებთან, საქმიან პარტნიორებთან. საოჯახო საკითხები შინაურებთან ერთად განიხილეთ. 

ქალწული
სამსახურის საქმეები დაკვირვებით შეასრულეთ. თუმცა, დასვენებისთვისაც მოიცალეთ. საყვარელი ადამიანი მზრუნველობით აგავსებთ. თავად იყავით მხიარული და ხალისიანი. 

სასწორი
კარგი დღეა იდეების განსახორციელებლად. გავლენიანი მეგობრებისა და გამოცდილი კოლეგების დახმარების იმედი გქონდეთ. საყვარელ ადამიანთან გულახდილი საუბარი განწყობას გაგიუმჯობესებთ. 

მორიელი
როგორც გჩვევიათ, გააზრებულად და დაკვირვებულად მოაგვარებთ ყველა უსიამოვნებას. საღამოს მხიარულ წვეულებას არ გამოაკლდეთ. ზოგიერთს რომანტიკული პაემანი ელის. 

მშვილდოსანი
მოერიდეთ კონფლიქტურ სიტუაციებს, არ წამოეგოთ პროვოკაციას. იყავით მეტად ლაღი, გარშემო მყოფებთან; საყვარელი ადამიანის მიმართ - რომანტიკული.

თხის რქა 
სამსახურში გეგმის მიხედვით იმოქმედეთ, პირად ცხოვრებაში კარგია იმპროვიზაცია. საღამო მეგობრებთან ერთად მხიარულ გარემოში გაატარეთ. 

მერწყული
გავლენიანი მფარველები თქვენი ინტერესების დაცვას შეეცდებიან. პირადი ურთიერთობის გაუმჯობესება თუ გსურთ, მეტად უნდა გააქტიურდეთ. 

თევზები
დღეს ისეთი მშვიდი ხართ, რომ ვერავინ მოგიშლით ნერვებს. საინტერესო ნაცნობობა და შემოთავაზება გელით. პირად ცხოვრებაში იდილია დაისადგურებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები