2 1 : 1 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ბერი ნიკოლოზის მომხრეები ბინის მეპატრონეს დაუპირისპირდნენ

ჩამოტვირთვა

ხმაური და დაპირისპირება იყო გვიან ღამით გამრეკელის ქუჩაზე.

ვითარების განმუხტვას თითქმის 8 საათის განმავლობაში ცდილობდა რამდენიმე ათეული საპატრულო ეკიპაჟი და კრიმინალური პოლიცია.

ადგილზე შეკრებილები მათივე თქმით, სასულიერო პირის, ბერი ნიკოლოზმაქარაშვილის ნაქირავები ბინიდან გამოსახლებას აპროტესტებდნენ.

ისინი ძალის გამოყენებით შეეცადნენ სახლში შეღწევას, სადაც ოჯახის მეპატრონეები იმყოფებოდნენ.

ვითარება გამრეკელის 39 ნომერში რამდენჯერმე დაიძაბა, რის გამოც პოლიციამ რამდენიმე პირი გაიყვანა ადგილიდან, თუმცა არავინ დაუკავებია.

ნიკოლოზ მაქარაშვილის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად მისი მომხრეების ნაწილი შენობის სახურავზეც ავიდა და თვითმკვლელობით იმუქრებოდა.

ვითარება ადგილზე მას შემდეგ განიმუხტა, რაც სახლის მეპატრონეები დათანხმდნენ სახლში ისევ შეეშვათ ნიკოლოზ მაქარაშვილი.

მოლაპარაკებები ხელაძეებთან რამდენიმე საათს გაგრძელდა. ამ პროცესში შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად პარლამენტისა და საკრებულოს წევრებიც იყვნენ ჩართული.

ხელაძეების თქმით, გასახლების მიზეზი ბოლო პერიოდში ნიკოლოზ მაქარაშვილისაგრესიული ქმედებები და შეურაცხმყოფელი განცხადებები გახდა. მეპატრონეების განცხადებით,  ისინი სახლში მის შეშვებაზე დაძაბულობის განმუხტვის მიზნით დათანხმდნენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები