1 6 : 2 8
 | 

საზოგადოება

რა ღირს ბავშვის სიცოცხლე საქართველოში...

ჩერნოვეცკის ფონდის არსებობის დღიდან, უამრავი სულის შემძვრელი ისრორია მოგვისმენია... ზოგჯერ გვიფიქრია კიდეც, რომ ამაზე უარესს ალბათ ვეღარაფერს მოვისმენდით, მაგრამ ახალგაზრდა დედის 24 წლის ქრისტინეს ისტორია ყველაზე მძიმე და ტრაგიკულია...

28 აპრილს, მისი ერთადერთი 7 წლის შვილი, უმშვენიერესი ნინო ცუდად გახდა. თავი ასტკივდა. ტკივილი იმდენად ძლიერი იყო, რომ სასწრაფო გამოიძახეს. ექიმების მოსვლამდე, ნინო გაითიშა. დიაგნოზი წარმოუდგენლად მძიმე აღმოჩნდა – ინსულტი! ეს ძალიან იშვიათი მოვლენაა ამ ასაკის ბავშვისთვის, მსოფლიოში სულ რამდენიმე ასეთი შემთხვევაა დაფიქსირებული. ნინოსთვის ოპერაციის გაკეთება არ შეიძლება, მისი სტაციონარიდან გადაყვანაც კი სახიფათოა... ერთადერთი, რაც მას სიცოცხლის შანსს მისცემს, საავადმყოფოში ხელოვნური სუნთქვის აპარატზე დატოვებაა. საჭიროა დრო, რომ ახალგაზრდა ჯანმრთელი ორგანიზმი თავად გაუმკლავდეს ავადმყოფობას და გადარჩენისთვის იბრძოლოს!
შვილის ავადმყოფობით გამოწვეული ტკივილის გაგება, ალბათ მხოლოდ მას შეუძლია ვისაც ეს გამოცდილი აქვს. თვეზე მეტი გავიდა დედა კი შესცქერის ნინოს და არ სჯერა, რომ ეს მის თავს ხდება...

ნინო ხომ ამ დღემდე ავადაც არ გამხდარა, ის ძალიან ძლიერი და დამოუკიდებელი ბავშვი იყო... დედასაც კი უვლიდა, როდესაც ის ავად ხდებოდა. ქრისტინეს და ნინოს გრძნობები დედაშვილურ სიყვარულს სცდებოდა, სხვაობა ასაკში სულ 16 წელი იყო, ისინი ერთად გაიზარდნენ...  

ნებისმიერი დედა მზად არის თავისი შვილის ჯანმრთელობისთვის სიცოცხლე გაიღოს, ქრისტინეც დაუფიქრებლად იზამდა ამას, მაგრამ ეს ნინოს არ უშველის. მის გადასარჩენად ფულია საჭირო.

მას ძვირადღირებული წამლები, სპეციალური ვიტამინიზირებული საკვები და ჰიგიენური საშუალებები სჭირდება.

ჩვენ ვიწყებთ აქციას ნინოს გადასარჩენად. თუ გაქვთ საშუალება, თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ფონდის ანგარიშზე:

GE15TB7194336080100003 ან 
GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ნინო ნოზაძე) 

ან ვებ–გვერდიდან https://chernovetskyifund.ge/ge/projects/200-ninonozadze/
თუ თანხას უცხოეთიდან რიცხავთ ისარგებლეთ შემდეგი ანგარიშით:IVAN: GE64BG0000000470458000Beneficiary's Bank: BANK OF GEORGIASWIFT: BAGAGE22

ერთად ბევრი ადამიანი გადავარჩინეთ და ნინოს გადარჩენასაც შევძლებთ

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:42

    რუსთავი2-ის პროდიუსერები იმედზე გადადიან...

    ტაბულას წყაროს ცნობით, რუსთავი 2-ის საერთაშორისო პროექტების პროდიუსერები დემნა ჯაფარიძე და გიორგი ხაბურზანია სამუშაოდ იმედზე გადადიან.ტაბულა ეცადა რუსთავი 2-ისა და იმედის ხელმძღვანელობასთან ინფორმაციი...

  • 23:26

    დეკანოზ გიორგი მამალაძის ზიარებასთან დაკავშირებით ...

    საქართველოს საპატრიარქოს განმარტება :საეკლესიო კანონიკის თანახმად, დეკანოზ გიორგი მამალაძის ზიარებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უნდა მიეღო იმ ეპარქიის მმართველ მღვდელმთავარს, სადაც იგი მღვდელმს...

  • 23:24

    29 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი...

    ვერძიიდეების განხორციელების დღეა. იყავით მეტად გაბედული და ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედეთ. პირადი ურთიერთობის გასაუმჯობესებლად მიმართეთ იმპროვიზაციის უნარს. კუროპროფესიულ საქმიანობაში მეტი მონდო...

  • 21:43

    „ჩვენ უკვე გამოვაქვეყნეთ დასკვნა, რომლის შინაარსმა...

       ვენეციის კომისიის პრეზიდენტის, ჯანი ბუკიკიოს შეფასებით, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებული ტექსტი მთლიანობაში კარგია, თუმცა არის დეტალები, რისი გასწორებაც საჭიროა.„ჩვენ უკვე გამოვაქ...

  • 16:43

    საქართველოს რკინიგზა 1 ივლისიდან თბილისი-ბათუმის მ...

    საქართველოს რკინიგზა 1 ივლისიდან თბილისი-ბათუმის მიმართულების მატარებლის ბიზნეს კლასისა და პირველი კლასის ბილეთის ფასის კორექტირებას ახდენს. ამასთანავე, გვსურს გამოვეხმაუროთ მცდარ ინფორმაციას იმის თა...

  • 15:46

    ავლაბარში, საეჭვო ჩანთაში ტანსაცმელი აღმოჩნდა...

    ავლაბარში, საეჭვო ჩანთაში ტანსაცმელი აღმოჩნდადღეს, 15:42 8   ცრუ განგაში ავლაბარში. გონაშვილის ქუჩაზე დატოვებულ ჩანთაში გამნაღმველებმა ასაფეთქებელი ნივთიერება არ აღმოაჩინეს. უყურად...

  • 15:45

    "მამა საჭმელს ამზადებდა და ბავშვი აივნისკენ გაიპარ...

    ტრაგიკული შემთხვევა მოხდა გლდანში. 5 წლის ბავშვი მე-5 სართულიდან გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა. ბავშვმა სავარაუდოდ, თვითნებურად გააღო აივნის კარი და შემდეგ კორპუსიდან გადმოვარდა. მეზობლების თქმით...