0 7 : 0 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

,,ტკივილი კი არ ნელდება, მძაფრდება“- რას ყვებიან სტიქიის დროს გარდაცვლილების ოჯახის წევრები

ჩამოტვირთვა

2015 წლის 13 ივნისის სტიქიამ 24 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, 2 მათგანი კი დღემდე დაკარგულად ითვლება.

ერთ-ერთი დაკარგული სერგო კაპანაძეა. ოჯახმა ორი წლის თავზე შვილის საფლავი ისევ არ აქვს. სტიქიის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე ის ვერეს ხეობაში მცხოვრებ მეგობრებთან, დებ ზარანდიებთან მივიდა. ელზა და ინდირა სახლიდან ერთად გამოვიდნენ. გასეირნება კი საბედისწერო აღმოჩნდა. ტრაგედიის შემდეგ დების დედა თბილისში ვეღარ ჩამოდის.

დები ზარანდიების მსგავსად, სტიქიას კიდევ ორი გოგონა შეეწირა. მარიამ ქუთელია და ივლიტა ჯიბუტი ღვარცოფმა სახლის სახურავიდან გაიტაცა.

13 ივნისს, ღამის 11:00 საათზე, ანიკო ენუქიძეს მეუღლე დაემშვიდობა და ტელეფონი გაითიშა. ის წყალმა წაიღო.

კიდევ ერთი გარდაცვლილი, სულიკო ნოზაძე ერთ-ერთია, რომელიც სტიქიის დროს სვანიძის ქუჩაზე იმყოფებოდა. ძაღლსაშენის მიმდებარე ტერიტორიაზე ის საკუთარ მანქანაში იჯდა და ღვარცოფმა სატვირთო მანქანიანად წაიღო.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები