2 0 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ზუგდიდში ტერაბანკის ფილიალი გაიხსნა

9 ივნისს 17:00 სთ.- ზე ზუგდიდის ცენტრში, კიკალიშვილის #1-ში ტერაბანკის ფილიალი გაიხსნა. საზეიმო ღონისძიებას ბანკის მენეჯმენტი, ადგილობრივი მთავრობა და ტერაბანკის ბიზნესკლიენტები დაესწრნენ. ღონისძიებაზე მათი ნაწარმოები პროდუქციაც იყო წარმოდგენილი, რომლის დეგუსტაციის საშუალებაც ტერაბანკში მისულ სტუმრებს მიეცათ.

ჩემი ფინანსური სახლი - ამ საკომუნიკაციო მესიჯით პოზიციონირდება ბაზარზე ტერაბანკი, რადგან ფილიალების ინტერიერი და ბანკში შექმნილი გარემო ძალიან ჰგავს სახლს.  ზუგდიდის ფინანსური სახლის ახალი ფილიალიც სტანდარტული საბანკო ოფისისგან ძალიან განსხვავდება - თბილი ფერები და სახლის დეკორი კომფორტულ, მყუდრო გარემოს ქმნის და სწორედ ასეთ პირობებში სთავაზობენ ბანკის თანამშრომლები მომხმარებლებს ხარისხიანი და სწრაფი საბანკო ოპერაციების შესრულებას.

ტერაბანკი უკვე 18 წელია  ბაზარზეა. 1 წლის წინ მან რერენდინგი დაასრულა და მას შემდეგ პოზიციონირდება - ტერაბანკის სახელით.  ტერაბანკი მომხმარებელს უწევს როგორც მაღალი ხარისხის საცალო მომსახურებას, ასევე აქტიურად არის ჩართული ბიზნესის დაკრედიტებაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები