0 1 : 4 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

დემურ სტურუას გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული ყოფილი პოლიციელი სასამართლომ გაამართლა

  დემურ სტურუას გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული ყოფილი პოლიციელი გოდერძი თევზაძე ქუთაისის საქალაქო სასამართლომ გაამართლა.  პროცესი ცოტა ხნის წინ დასრულდა.

ყოფილ პოლიციელს, გოდერძი თევზაძეს, პროკურატურა უფლებამოსილების გადამეტებასა და თვითმკვლელობამდე მიყვანას ედავებოდა. როგორც მისი ადვოკატი აცხადებს, ყოფილი პოლიციელი ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ორივე ნაწილში გაამართლა.

სამტრედიის რაიონის სოფელ დაფნარში 2016 წელს 22 წლის დემურ სტურუამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. სტურუამ სუიციდამდე წერილი დაწერა, სადაც ის თვითმკვლელობამდე მიყვანაში სამტრედიის პოლიციის თანამშრომელს, გოდერძი თევზაძეს, ადანაშაულებდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები