ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია...
მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია. რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე დაკავებული ახალგაზრდა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გასულ კვირას მას შემდეგ შეიწყალა, რაც სასამართლ...
|
კომპანია „ნატახტარსა“ და „კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. აღნიშნულ მემორანდუმს ხელი მოაწერეს კოალიციის გამგეობის თავმჯდომარემ, მაია მგელიაშვილმა და კომპანია „ნატახტარის“ კორპორაციულ საქმეთა დირექტორმა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა.
ღონისძიებას კოალიციის საბჭოს წევრები, „ფონდი ნატახტარის“, „ასოციაცია ჩვენი სახლი - საქართველოს“, კომპანია „ნატახტარის“ და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მემორანდუმის მიზანს ზრუნვის სისტემიდან გასული ახალგაზრდების მხარდაჭერა წარმოადგენს.
“საქართველოში ბევრი მოწყვლადი ახალგაზრდა, რომელთაც, ხშირად, ჯერ კიდევ არ აქვთ გადალახული იმ ბავშვობისდროინდელი გამოცდილებით მიღებული ტრავმა, რომლის გამოც ისინი ზრუნვის სისტემაში მოხვდნენ, ამ სისტემიდან კი ისე გადიან, რომ მომავლისთვის სათანადოდ არ არიან შემზადებულნი, როგორც ემოციურად, ასევე, ფინანსურად. შესაბამისად, ეს ახალგაზრდები 18 წლის ზემოთ საკუთარი თავის იმედად რჩებიან და ძალიან ხშირად აღმოჩნდებიან მნიშვნელოვანი სოციალური თუ ეკონომიკური პრობლემების წინაშე.
კომპანია „ნატახტარსა“ და „კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების უმთავრეს მიზანს სწორედ ამ ახალგარდების პრობლემების მოგვარება წარმოადგენს, რაც ასეთი წერტილოვანი ინიციატივების მეშვეობით, ეტაპობრივად უნდა მოხდეს და რასაც სამთავრობო დონეზე ადვოკატობა სჭირდება. სწორედ ამ საკითხებს დაარეგულირებს აღნიშნული კამპანია“, - აღნიშნა კოალიციის გამგეობის თავმჯდომარემ, მაია მგელიაშვილმა.
კომპანის „ნატახტარის“ კორპორაციულ საქმეთა დირექტორი ნიკოლოზ ხუნძიკაშვილის თქმით, ზრუნვის სისტემიდან გასული ახალგაზრდების დახმარების პროგრამების არსებობა მხოლოდ კერძო ინიციატივებს არ უნდა ეფუძნებოდეს.
“მემორანდუმის მიზანს ზრუნვის სისტემიდან გასული ახალგაზრდების გაძლიერება წარმოადგენს. “ფონდი ნატახტარი“ ამ კუთხით მუშაობას 2011 წლიდან ახორციელებს და ამ ხნის განმავლობაში დახმარება გაუწია 307 ბენეფიციარს, რისთვისც საერთო ჯამში დაიხარჯა 750 ათას ლარამდე. დღეიდან ჩვენი ფონდი და “კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის“ ამ მიმართულებით ერთობლივად იმუშავებს, თუმცა მნიშვნელოვანია რომ უფრო მეტი რესურსის მოძიება მოხდეს და ამ კეთილ საქმეში სახელმწიფო სტრუქტურებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების ჩართულობაც მოხდეს. ასე ჩვენი ადვოკატობა მომავალში უფრო მეტ შედეგს გამოიღებს“, - განაცხადა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა.
ცნობისთვის, კომპანია „ნატახტარმა“ 2011 წლის ნოემბერში, დააფუძნა „ფონდი ნატახტარი“ და დაიწყო საქველმოქმედო პროექტის „იზრუნე მომავალზე“ განხორციელება. ყოველი წელს, 3 თვის განმავლობაში „ნატახტარის ლიმონათის“ თითოეული გაყიდული ბოთლიდან ფონდში ირიცხება 1, 3 და 5 თეთრი (შეფუთვების შესაბამისად). 5 წლის განმავლობაში ფონდში შეგროვდა 747 857 ლარი და 300-ზე მეტ მოზარდს გაეწია სხვადასხვა ტიპის მომსახურება განათლებისა და დასაქმების კუთხით. პროექტი ხორციელდება არასამთავრობო ორგანიზაცია „ჩვენი სახლი - საქართველოს“ მიერ, საქართველოს პატრიარქის თანადგომითა და ლოცვა-კურთხევით.
რაც შეეხება “კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის“ ეს გახლავთ თანასწორუფლებიანობის პრინციპზე დაფუძნებული, ბავშვებისა და ახალგაზრდების საკითხებზე ორიენტირებული საქართველოში მომუშავე საზოგადოებრივი 41 ორგანიზაციის გაერთიანება, რომლის მიზანს ქვეყანაში ბავშვებისა და ახალგაზრდების კეთილდღეობის არსებული სისტემის განვითარება და მათი უფლებების დაცვის ხელშეწყობა წარმოადგენს. კოალიციის ძირითად საქმიანობას წარმოადგნეს ბავშვთა და ახალგაზრდათა უფლებების ადვოკატირება ეროვნულ და საერთაშორისო დონეებზე, მათ შორის რეგიონალურ და საერთაშორისო კოალიციებში წევრობის მეშვეობით.
მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია. რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე დაკავებული ახალგაზრდა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გასულ კვირას მას შემდეგ შეიწყალა, რაც სასამართლ...
პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი, ხათუნა სამნიძე მძიმე სენს ებრძვის. ის ახლა ქიმიოთერაპიის კურსს გადის, რაზეც ტელეკომპანია “ფორმულაზე” თავად ისაუბრა. "ქალ დეპუტატებთან ერთად ამ მძიმე ბრძო...
სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება: უწყების თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზ...
დღეს, 3 საათზე, იაშვილის კლინიკაში, პეტრეს წამლის პირველ დოზას გაუკეთებენ. ❤️ დავწერ, როგორ ჩაივლის. დღეიდან ყოველდღე 16-17 წლამდე, ანუ მანამ, სანამ ზრდის ზონები დაეხურება, ინექციის სახით...
ამერიკაში, ფილადელფიაში 40 წლამდე ქართველი კაცი გარდაცვლილი იპოვეს. დათო ბუზალაძეს 11 დღის განმავლობაში ეძებდნენ და გარდაცვლილი საკუთარ ავტომობილში ნახეს. დავით ბუზალაძე მომღერალ ნუცა ბუზალაძის ძმაა. ...
უელსის პრინცესას, ქეით მიდლტონს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. ამის შესახებ ქეითი ვიდეო მიმართვას ავრცელებს. "ეს იყო შოკი, მაგრამ მე კარგად ვარ და დღ...
საქართველო ლუქსემბურგის საფეხბურთო მატჩის დროს, „დინამო არენაზე“ ნუცა ბუზალაძე ევროვიზიის საკონკურსო სიმღერას Firefighter შეასრულებს. ამის შესახებ ინფორმაციას პ...
აპრილი 2024 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები