0 0 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

რაიონულმა პროკურატურამ აზერბაიჯანელ ჟურნალისტს და მის მეუღლეს დაზარალებულის სტატუსი არ მიანიჭა

რაიონულმა პროკურატურამ აზერბაიჯანელ ჟურნალისტს და მის მეუღლეს დაზარალებულის სტატუსი არ მიანიჭა. დღეს ადვოკატი იგივე მოთხოვნით ქალაქისპროკურატურას მიმართავს.

არჩილ ჩოფიკაშვილის თქმით, ყველა მტკიცებულება არსებობს იმისთვის, რომ აფგანმუხთარლი დაზარალებულად სცნონ.

“როდესაც არის მოწმეთა ჩვენებები, როდესაც არის ირიბი მოწმის ჩვენები, როდესაც არის ფაქტი, რომ ადამიანი გაუჩინარდა და დღესაც ეს ადამიანი იმყოფება აზერბაიჯანში, რომელსაც არავითარ სამედიცინო დახმარებას არ უწევენ, ადვოკატთან შეხვედრის პრობლემებიც ჰქონდა. წარმოუდგენელია, კიდევ რა მტკიცებულება უნდა არსებობდეს იმისათვის, რომ დაზარალებულად სცნონ ეს ადამიანი. თითქმის ორი კვირაა გასული ამ გაუჩინარებიდან და ვიდეომასალები, რომლებიც  ცხადად დაადასტურებდა იმას, თუ რა ვითარებაში, ვის მიერ მოხდა ეს გატაცება, ძალიან სამწუხაროა, რომ დღემდე ეს ვიდეომასალები ცნობილი არ არის,“ - განაცხადა ჩოფიკაშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები