1 6 : 0 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ხურციძის დაკავების გამო 8 ივლისს დაგეგმილი ორთაბრძოლა გადაიდო

აშშ-ში ავთანდილ ხურციძის დაკავების გამო, ბრიტანელ მოკრივე ბილი ჯო სანდერსთან ორთაბრძოლა გადაიდო. ამის შესახებ მსოფლიო საშუალო წონის ჩემპიონატის ბრიტანელი პრომოუტერი აცხადებს.

მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის გამოსავლენი ბრძოლა 8 ივლისს ლონდონში, Copper Box Arena-ზე უნდა გამართულიყო, თუმცა ხურციძის დაკავების გამო ჩაიშალა.

თავად ავთანდილ ხურციძის პრომოუტერმა ლოუ დიბელამ ამერიკულ და ბრიტანულ გამოცემებთან დაადასტურა, რომ ხურციძე ლონდონში ჩასვლას მომხდარის გამო ვერ შეძლებს. 

ჩემპიონატის ორგანიზატორები გამოძიებისგან დამატებით ინფორმაციას ელოდებიან, რათა გადაწყვიტონ შოუსთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის ბილეთების უკან დაბრუნება. 

ნიუ იორკის სამხრეთით რუსულ-ქართული კრიმინალური დაჯგუფების 33 წევრი დააკავეს, მათ შორის რამდენიმე ე.წ. „კანონიერი ქურდია“. აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს ცნობით, დაკავებულები, სათამაშო ბიზნესს აკონტროლებდნენ. მათი საქმიანობა უკანონო სატვირთო გადაზიდვებს და უაქციზო სიგარეტით ვაჭრობას მოიცავდა.

დაკავებულებს შორის 15 ქართველია, რომელთა შორის შესაძლოა ქართველი სპორტსმენებიც იყვნენ. ეჭვები ამერიკის შეერთებულ შტატების უსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ჩამოთვლილმა საქართველოს მოქალაქეების სახელ-გვარებმა გააჩინა: რაჟდენ შულაია, ზურაბ ჯანაშვილი, აკაკი უბილავა, ჰამლეტ უგლავა, მამუკა ჩაგანავა, მიხეილ თორაძე, ავთანდილ კანადაშვილი, ნაზო გაფრინდაშვილი, ზურაბ ბუზიაშვილი, გიორგი ლომიშვილი, დიეგო გაბისონია, ლევან მაყაშვილი, ავთანდილ ხურციძე, ერეკლე კერესელიძე, ნიკოლოზ ჯიქია.

ქართველ სპორტსმენთა ნაწილი მოკრივეების, ავთანდილ ხურციძის და ლევან მაყაშვილის დაკავების ფაქტს ადასტურებს. "ისინი გაუგებრობაში მოყვნენ", - ამბობენ სპორტსმენები.

ავთანდილ ხურციძის ოჯახს ინფორმაცია რ აქვს. თავად ხურციძე კი ნიუ-იორკში მის დაკავებას გაუგებრობას უწოდებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები