1 9 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

რას ყვება მე-12 კლასელი მერი კავთელიშვილი, რომელმაც აშშ-ის უნივერსიტეტისგან 250 000 დოლარიანი გრანტი მიიღო

ჩამოტვირთვა

კომაროვის სკოლის 2017 წლის კურსდამთავრებული და ოქროს მედალოსანი მერი კავთელიშვილი მსოფლიოს 4-მა წამყვანმა უნივერსიტეტმა: University of Pennsylvania (Upenn), Middlebury College, Colgate University და Bucknell University-მა მიიღო და თითოეულმა საშუალოდ $250 000 დაფინანსება მისცა.

მერიმ სწავლის გასაგრძელებლად University of Pennsylvania აირჩია.

პენსილვანიის უნივერსიტეტი ერთ-ერთი უძველესი სასწავლებელია ამერიკაში და Ivy League-ის წევრია, სადაც მხოლოდ რჩეული და პრესტიჟული უნივერსიტეტები შედის. უნივერსიტეტის კამპუსი 12 სკოლას, 170-ზე მეტ კვლევით ცენტრს, 4200 ფაკულტეტსა და 20 000 სტუდენტს აერთიანებს.

პენსილვანიის უნივერსიტეტი U.S News & World Report-ის რეიტინგში მერვე ადგილს იკავებს. აქ სწავლობდნენ ისეთი ცნობილი ადამიანები, როგორებიც არიან დონალდ ტრამპი, უორენ ბაფეტი, ილონ მასკი და სხვები.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები