1 9 : 0 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

მაკა ჩიჩუამ ბავშვთა დღე მზიურში აღნიშნა

საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა პატარა თემოსთან ერთად დღეს მზიურის პარკში „მზის ფესტივალს“ დაესწრო და პატარებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა.

„დღეს პირველი ივნისია, ეს დღე განსაკუთრებით ბავშვებისთვის არის გამოყოფილი და მთელ მსოფილიოში ზეიმობენ. 
მზიური ეს ის ადგილია, სადაც ტრადიციულად ყოველთვის მოვდივარ და აქ ვიკრიბებით. გვაქვს სხვადასხვა პროგრამები, რომლის ფარგლებშიც იმართება წარმოდგენები, გამოფენა-გაყიდვები. დღევანდელ დღეს ყველა მხიარულია. გილოცავთ ამ საოცარ დღეს, მინდა, რომ ყველა იყოთ მხიარულები, ბავშვივით გულწრფელები და ყოველთვის იყოს ბავშვის დღე,“- აღნიშნა მაკა ჩიჩუამ. 
პირველმა ლედიმ სხვადასხვა სოციალური საწარმოებისა და ბავშვების ნამუშევრები დაათვალიერა და პატარებთან ერთად სამახსოვრო ფოტოები გადაიღო.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები