0 3 : 3 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით შსს-ში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები იმყოფებიან

შსს-ში აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმეზე შეხვედრა იმართება.

მომხდართან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების შესახებ ინფორმაციასა და არსებულ ფაქტობრივ გარემოებებს საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილეები - იოსებ გოგაშვილი და ალექსანდრე ტაბატაძე აცნობენ.

შეხვედრას სამართალდამცველ უწყებაში ესწრებიან აშშ-ს ელჩი საქართველოში იან კელი, გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის ელჩი ჰაიკე რენატე ფეიჩი, შვედეთის სამეფოს ელჩი მარტინა ქვიკი, იტალიის რესპუბლიკის ატაშე მასიმო მოსონი, ლიტვის, უნგრეთის, საბერძნეთის, საფრანგეთის, ბულგარეთის, ესტონეთის, დიდი ბრიტანეთის, ჰოლანდიის, სლოვაკეთის და სხვა ქვეყნების საელჩოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები