1 8 : 5 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს

  აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით  შსს განცხადებას ავრცელებს: "აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით, საქართველოს შსს-მ გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ს 143-ე მუხლით, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. 
 პარალელურად, მიმდინარეობს კომუნიკაცია აზერბაიჯანულ მხარესთან. როგორც კი დადგინდება ფაქტობრივი გარემოებები, საზოგადოებას მიეწოდება დეტალური ინფორმაცია."- ნათქვამია განცხადებაში  შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის, გაუჩინარების შესახებ განცხადება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინიტროში გუშინ  შევიდა. მოგვიანებით გახდა ცნობილი, რომ ჟურნალისტი, აფგან მუხტარლი, ბაქოში იყო გადაყვანილი.
 როგორ მოხდა აფგან მუხტარლის გადაყვანა საზღვარზე, ამ კითხვაზე პასუხს ითხოვს გაუჩინარებული ჟურნალისტის ადვოკატი და ოჯახის წევრები 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები