0 6 : 0 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

,,მისი ავადმყოფობა სამწუხაროდ ისევ მასთანაა "- "ნიჭიერის" ფინალისტის მდგომარეობის შესახებ ახალი ინფორმაცია ვრცელდება

პროექტის "ნიჭიერი" ფინალისტი, გიორგი ცისკაძე ციციშვილის ბავშვთა კლინიკაში მკურნალობის  კურსს გადის . გიორგის დედის, სალომე ბერიშვილის განცხადებით პატარა ნიჭიერის მდგომარეობა გაუმჯობესდა.

"მინდა გაგაგებინოთ,რომ საბედნიეროდ გიორგის მდგომარეობა გაუმჯობესდა. მან გადალახა კრიტიკული პერიოდი და ახლა თავს კარგად გრძნობს. მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადოთ მის მკურნალ ექიმებს მედეა ცანავას და პროფესორ გურამ ჩიტაიას, კლინიკის მთელს მედპერსონალს. ასევე გაცნობებთ, რომ ამ კლინიკაში ჩატარებული მკურნალობა ჩვენთვის სრულიად უფასო იყო, ოჯახის მეგობრების მიერ გავრცელებული ტექსტი მისი დახმარების შესახებ ეხება მისი ავადმყოფობის შემდგომ კვლევას. გიორგიმ გადალახა ეს კრიტიკული პერიოდი, თუმცა მისი ავადმყოფობა სამწუხაროდ ისევ მასთანაა და სამომავლოდ მსგავსი გართულება გამორიცხული არ არის. მადლობა რუსთავი 2ს, რომელმაც ჩემს ანგარიშზე დარიცხა თანხა და ყველა იმ ადამიანს ვინც გულთან ახლოს მიიტანეთ ჩვენი მძიმე მდგომარეობა,"- წერს სალომე ბერიშვილი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები