2 1 : 5 6
 | 

მთავარი თემა

"თუ ძალაუფლებას ხალხის წინააღმდეგ იყენებ, ძალაუფლებას ხალხი დაიბრუნებს" - ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე აქცია მიმდინარეობს

„ჩვენი თავისუფლებისთვის გავდივართ გარეთ“ - ამ ლოზუნგით აქცია ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე იწყება.

პარლამენტის შენობასთან აქციის მონაწილეები იკრიბებიან. ადგილზე უკვე იმყოფებიან სხვადასხვა კლუბების წარმომადგენლებიც.

ტერიტორიაზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველებიც. თუმცა, გასული ღამისგან განსხვავებით, მათი რაოდენობა საკმაოდ მცირეა.

აქციის მონაწილეები ღამის კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციას აპროტესტებენ და ამბობენ, რომ სახელმწიფო, ნარკორეალიზატორების ნაცვლად, ბრძოლას უცხადებს თავისუფალი აზრის გამოხატვას და ლახავს ადამიანების მთავარ უფლებას.

"ეს არის ღია ომი, რომელშიც ჩვენ უკომპრომისოდ ვერთვებით," - აცხადებენ აქციის მონაწილეები. 

შეკრებილი ადამიანები, მათ შორის კლუბების წარმომადგენლები, აპროტესტებენ იმ ფორმებს, რომელითაც გასულ ღამეს სპეცოპერაციის ჩატარება მოხდა.

მათი ერთ-ერთი მოთხოვნაა, რომ გადადგეს პრემიერი და შს მინისტრი. მათი თქმით, პროტესტი მანამდე გაგრძელდება, მანამ მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებენ.

„დღევანდელი აქციის მოთხოვნებს დაერთვება  ის, რომ ეს აქცია არ დაიშლება მანამ, სანამ ეს მოთხოვნები არ შესრულდება. ჩვენი მოთხოვნები არის, რომ დაუყოვნებლივ გადადგეს პრემიერმინისტრი, დაუყოვნებლივ გადადეს ამ ძალადობის ავტორი შს მინისტრი,“ - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები