0 9 : 2 8
 | 

მთავარი თემა

"გაცივდა, ბრონქიტი აქვს და ვიცავთ"- რა კომენტარს აკეთებს პატრიარქის ექიმი

ჩამოტვირთვა

დღეს საქართველოს კათალიკოს პატრიარქის დაბადების დღეა, თუმცა მისი ჯანმრთელობის პრობლემების გამო, ოფიციალური მიღება და საზეიმო ვახშამი საპატრიარქოში დღეს არ გაიმართება. 

პატრიარქის ექიმის ცისანა შარტავას თქმით, პატრიარქს ბრონქიტით აქვს და გართულების თავიდან ასაცილებლად, ფართომასშტაბიანი შეხვედრები გადაიდო. მისივე თქმით, პატრიარქი კლინიკაში გადაყვანას არ საჭიროებს და ექიმები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ილია მეორემ საშობაო წირვა ლოცვა-თავად აღავლინოს.  

“შევზღუდეთ ფართო მასშტაბის შეხვედრები ისე იცით, რომ ახლა მიღება ჰქონდა და იყო მიღებაზე. გაცივდა, ბრონქიტი აქვს და ვიცავთ, რომ რაღაც დამატებითი ინფექცია არ იყოს. ამბულატორიულად ხდება გამოკვლევები“ - განაცხადა ცისანა შარტავამ.

ცოტა ხნის წინ კი ილია მეორეს იუბილე პირადად მიულოცეს საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის სპიკერმა.

დღეს საპატრიარქოში ერთადერთი ღონისძიებაა ჩანიშნული, დაგეგმილია ბიბლიის ახალი ვერსიის პრეზენტაცია, რომელსაც საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე ესწრება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები