0 6 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მთავარი თემა

მინდა საზოგადოებას ბოდიში მოვუხადო, რომ არ ვახსენე ოფშკვითში მომხდარი ტრაგედია - პრემიერი

პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საზოგადოებას ბოდიშს უხდის იმის გამო, რომ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მხოლოდ თბილისში, ხორავას ქუჩაზე ორი მოსწავლის მკვლელობის ფაქტზე ისაუბრა და წყალტუბოს რაიონის სოფელ ოფშკვითში მომხდარი ტრაგედია არ უხსენებია. 

“მთავრობის სხდომის დაწყებისას ვისაუბრე ტრაგედიაზე, რომელიც თბილისში დატრიალდა, რომელმაც ორი ახალგაზრდის სიცოცხლე შეიწირა და პარალელურად, არ ვახსენე წყალტუბოს რაიონის სოფელ ოფშკვითში მომხდარი ტრაგედია, რომელმაც ასევე 17 წლის ახალგაზრდის სიცოცხლე შეიწირა.

"მე მინდა, საზოგადოებას ბოდიში მოვუხადო, რომ ერთად არ ვახსენე ეს ტრაგედიები, რომლებიც პრინციპში ერთ პერიოდში მოხდა და არ მინდა, ამან გამოიწვიოს რაიმე უკმაყოფილება და გულისწყრომა, რაც აბსოლუტურად სამართლიანი იქნებოდა.

"ასეთი ტრაგედია ყველგან ჩვენთვის დიდი ტრაგედია და რეაგირებაც, რომელსაც სახელმწიფო მოახდენს ასეთ უბედურებასა და ასეთ ტრაგედიაზე, იქნება რა თქმა უნდა, მთელი ქვეყნის მასშტაბით,“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები