0 6 : 0 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მთავარი თემა

გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, სადაც სპეცოპერაცია მიმდინარეობს, ჯავშანტექნიკა შეიყვანეს

გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, სადაც სპეცოპერაცია მიმდინარეობს, ჯავშანტექნიკა შეიყვანეს. ეს არის სპეციალური ჯავშანმანქანა "კობრა". ადგილზე ამ დროისთვის აღარ ისმის სროლის ხმა. სამართალდამცველები მოქალაქეებს ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებენ. 

სპეცრაზმი მიმდებარე ტერიტორიას სრულად აკონტროლებს. ალყაშია მოქცეული რამდენიმე კორპუსი. 

დადასტურებული ინფორმაციით, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მიმდინარე სპეცოპერაციისას ერთი პირი დაიჭრა. ის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ასევე ვრცელდება ინფორმაცია კიდევ ორი დაჭრილის შესახებ, თუმცა აღნიშნული ინფორმაცია ჯერჯერობით დადასტურებულა.

დაჭრილი სამართალდამცველის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დეტალები უცნობია.

ადგილზე ხდება დამატებითი სასწრაფო სამედიცინო ბრიგადების მობილიზება.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები