2 0 : 5 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მთავარი თემა

სპეცოპერაცია თბილისში - აფეთქება და შტურმი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე

  გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სროლის და აფეთქებების ხმა ისმის. გავრცელებული ინფორმაციით, 46 კორპუსის მე-3 სართულზე შეიარაღებული პირები იმყოფებიან, სადაც მათი აყვანის ოპერაცია მიმდინარეობს. ანტიტერორისტული ოპერაცია უკვე 15 საათზე მეტია გრძელდება ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე. სავარაუდოდ, მობილიზებულია სპეცრაზმის დამატებითი ძალები.

გამთენიისას განხორციელდა შტურმიც. ღამე ისმოდა ძლიერი აფეთქებებისა და სროლის ხმა. ოფიციალური ინფორმაცია დაკავებულების შესახებ ამ დრომდე არ ვრცელდება. 

გავრცელებული ინფორმაციით, პირები რომელთა დაკავებასაც ამ წუთებში სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრები ცდილობენ, საქართველოს მოქალაქეები არ არიან და ისინი ტერორიზმში არიან ეჭვმიტანილი. დაკავების სპეცოპერაცია უკვე 14 საათზე მეტია მიმდინარეობს.

არ დასტურდება გავრცელებული ინფორმაცია ერთ-ერთი სპეცრაზმელის დაჭრის შესახებ.

ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო ბრიგადაც, ასევე მივიდნენ სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები