1 6 : 4 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მთავარი თემა

ქედაში მეწყერმა საცხოვრებელი სახლი დაანგრია

ქედაში, სოფელ გოგინიძეებში,  ბაჯელიძეების საცხოვრებელი სახლი მეწყერმა დაანგრია, ოჯახის ორი წევრი მეწყერის ჩამოწოლის დროს სახლში იყო. ოთარ ბაჯელიძე ყვება, რომ დაახლოებით საღამოს 8 საათი იქნებოდა, სახლში მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა, როდესაც ძლიერი ხმა გაიგონეს და სახლის ქვის კედლებმა რღვევა დაიწყო. "ჩემი შვილი არ იყო სახლში, მოულოდნელად  ძლიერი ხმა გავიგეთ, სახლმა ნგრევა დაიწყო, კედლები დასკდა და ქვები გადმოიყარა, ძლივს გამოვასწარით შენობიდან". 

ოთარ ბაჯელიძე მსუბუქად დაზიანდა, მას დახმარება ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადამ აღმოუჩინა, მისი გადაყვანა სტაციონარში არ გახდა საჭირო.. 

მეწყერმა სახლი მთლიანად დაანგრია, დააზიანა დამხმარე ნაგებობები, დაიღუპა შინაური ცხოველები. ოჯახის  საყოფაცხოვრებო ნივთების გადარჩენას ცდილობენ. 


მეწყერმა ჩაკეტა 35 ოჯახთან დამაკავშირებელი გზაც. სოფელ ოქტომბრის მოსახლეობა შემოვლითი გზით სარგებლობს, თუმცა როგორც ადგილობრივები ამბობენ გზაზე მხოლოდ ორხიდიანი ავტომანქანები გადაადგილდებიან.


http://ajaratv.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები