1 3 : 4 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მთავარი თემა

ხანძრის შედეგად 50-მდე ადამიანი დაშავდა - ლონდონში 27 სართულიანი კორპუსი დაიწვა

ლონდონის სამედიცინო დახმარების სამსახურის განცხადებით, მრავალსართულიან სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად საავადმყოფოებში 50 ადამიანია გადაყვანილი. 

ლონდონში მდებარე მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზება ჯერ კიდევ ვერ მოხერხდა.

ლონდონის სახანძრო სამსახურის წარმომადგენელის თქმით კი, არიან დაღუპულები.

„სამწუხაროდ, უნდა დავადასტურო, რომ არიან დაღუპულები. ამ ეტაპზე ვერ ვიტყვი თუ რამდენი დაღუპულია. ხანძრის მიზეზი ჯერ კიდევ უცნობია“, - განაცხადა ლონდონის სახანძრო სამსახურის კომისარმა დენი კოტონმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები