0 7 : 4 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მთავარი თემა

პროკურატურა მზად არის ”ბირჟა მაფიას” წევრებისთვის პატიმრობა არასაპატიმრო ღონისძიებით შეცვალოს

საქართველოს მთავარი პროკურატურა მზად არის ჯგუფ "ბირჟა მაფიის" წევრებისთვის საპატიმრო ღონისძიება შეცვალოს. ამის შესახებ, საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

"ამ ეტაპზე მ. მ.-ს და გ. ქ.-ს, აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვთ პატიმრობა, რომელიც დაცვის მხარემ გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოში და მოითხოვა პატიმრობის არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიებით შეცვლა.საქართველოს პროკურატურა ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებულები გამოთქვამენ მზადყოფნას ითანამშრომლონ გამოძიებასთან და ასევე წარსულში არ არიან ნასამართლევი, ბრალდების მხარე დაეთანხმება აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის არასაპატიმრო ღონისძიებით შეცვლას.

 მ.მ.-ს და გ.ქ-ს ბრალდების საქმეები, რომელიც შეეხება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვის ფაქტს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოდან გამოსაძიებლად გადაეცა ქ. თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს. მიმდინარე გამოძიების შედეგების შესახებ დამატებით ეცნობება საზოგადოებას,"-ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები