0 1 : 3 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

შოუბიზნესი

ნანუკა ჟორჟოლიანი კიდევ უფრო გახდა - აი თურმე როგორ ინარჩუნებს ჟურნალისტი ფორმას

ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი წონაში კლების საიდუმლოს ამხელს და სოციალურ ქსელში წერს: 

მას შემდეგ რაც კვება, ცხოვრების წესი შევცვალე, ჩემი დილა იწყება 9-ზე. +-ერთი საათი. ყავა, რომელსაც მხოლოდ დილით ვსვამ, ყველი, შავი უსაფუარო ყველი, ან "ხლებცი". (ქართულად არ ვიცი როგორაა) ესაა ჩემი საუზმე:) და შემდეგ გზა ფიტნეს კლუბისკენ.

არ დაიჯეროთ ჭორები, რომ ამ კლუბში მხოლოდ მდიდრები დადიან. ერთი თვე 140 ლარია, თუ სამ თვეს აიღებთ გაცილებით ნაკლები. რაშიც შედის, ბოქსი, სპინინგი (გახდომისთვის არაჩვეულებრივია) იოგა, პილატესი, გაწელვა და კიდევ რაღაცეები, რაც ჩემთვის უცხოა. :)) ნუ დარბაზი თავისთავად, 24 საათი, ძალიან ბევრი "ტრენაჟორი"🙂 ტრენერები მაღალი კლასის, რაც ნიშნავს იმას, რომ ორ თვეში უკვე ფორმაში იქნებით. 6 თვეში გაგიჟდებით საკუთარ თავზე.

რატომ ვწერე ამდენი:)) რაშიც არავის არც ფული გადაუხდია, არც უთხოვია:)) ძალიან მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი თქვენთვის. ასე რომ მელაპარაკებოდნენ წლების წინ, ნერვები მეშლებოდა:)) ვიწყებდი მტკიცებას, რომ მონო დიეტა ეფექტურია და ბოდვა! ეფექტურია 5 დღით, მაგრამ ამას საერთო არ აქვს, იმასთან, რაზეც ახლა გესაუბრებით.

ნეგიტივს ტოვებთ დარბაზში, ენდორფინი მოგაქვთ. მთელი დღე ენერგია გაქვთ. კარგი ფორმები. თავდაჯერებულობა. ძალიან კარგია და ძალიან აუცილებელი ვარჯიში.არ დაგეზაროთ. 24 საათიანია დარბაზი. საკუთარ თავს დაუთმეთ თუნდაც 1 საათი. ეს ნიშნავს, რომ ბევრი გაღიმებული ადამიანი ივლის ამ ქვეყანაში და კიდევ უფრო მეტი ლამაზი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები