0 6 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ბულგარეთის საელჩო სიღნაღში გამოფენას უმასპინძლებს

11 მაისს, ბულგარეთის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში, თიბისი ბანკთან ერთად წარმოადგენს ტრადიციული ბულგარული სამოსის ფოტოგამოფენას.

გამოფენა ჩატარდება ბულგარეთის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის აღსანიშნავად და ის მიზნად ისახავს ბულგარეთის კულტურის საქართველოში პოპულარიზაციას. 

გამოფენაზე წარმოდეგნილი იქნება ფოტოები, რომლებიც ასახავს სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების ეგზოტიკურ ცერემონიალებსა და განსხვავებული რელიგიების წარმომადგენლების თანაცხოვრებას. ასევე საქორწინო ადათ-წესებს, მარხვის დროს ჩატარებულ ცეცხლის რიტუალს, ნესტინიარულ ცეკვებსა და სხვა ბულგარულ ტრადიციებს. 

გამოფენა გაიმართება თიბისი ბანკის სიღნაღის ფილიალში.

მისამართი; ლოლაშვილის ქ. 1.

დასაწყისი 14:00 საათი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები