1 5 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„თეგეტა მოტორსის“ საგაზაფხულო შეთავაზება!

„თეგეტა“ საგაზაფხულო კამპანიის ფარგლებში  „გაიმარტივე მგზავრობა“, მომხმარებლებს სთავაზობს პრემიუმ კლასის ბრენდ Firestone-ს ზაფხულის საბურავები 80 ლარიდან. აქცია მოქმედებს 31 მარტის ჩათვლით „თეგეტას“ ყველა ფილიალში მთელი საქართველოს მასშტაბით, როგორც ერთიანი გადახდისას, ასევე განვადებით შეძენის შემთხვევაში.

Firestone არის პრემიუმ კლასის საბურავების მწარმოებელი კომპანია, იგი 1900 წლიდან მოღვაწეობს ბაზარზე და საბურავების წარმოების სფეროში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კომპანიაა. Firestone მუდმივად ცდილობს იყოს ინოვატორი ტექნოლოგიებისა და უახლესი სტანდარტების დანერგვის კუთხით წარმოებაში.

„თეგეტა მოტორსი“ 1995 წლიდან მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და უკვე 23 წელია ავტოინდუსტრიაში მუდმივად ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას. კომპანია მსოფლიოში წამყვანი 300-მდე ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. „თეგეტა“ სერვის ცენტრებში მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს  მსოფლიოში წამყვანი ბრენდების უმაღლესი ხარისხის პროდუქცია, როგორებიც გახლავთ: Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst, ZF Parts, Lemforder, Sachs, Philips, Bosch, Febi, Federal Mogul და სხვა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები