1 4 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

კომპანია QNET-მა სარვამარტოდ მედიის წარმომადგენლებს ბორჯომის რიქსოსში უმასპინძლა

ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებათა ფარგლებში საერთაშორისო კომპანიამ QVI და QNET–მა მედიის წარმომადგენლებს უმასპინძლეს ბორჯომი რიქსოსში. კომპანიამ და მედიის წარმომადგენლებმა ერთად აღნიშნეს ქალებისადმი მიძღვნილი დღე და ამავდროულად ისაუბრეს სამომავლო ურთიერთანამშრომლობის გეგმებზე.

კომპანია QNET-მა განსაკუთრებულად იზრუნა ქალბატონებზე და მათ დაუვიწყარი დღე აჩუქა. სასტუმროს ნომერში მედიის წარმომადგენლებს ყვავილების ულამაზეს თაიგულთან ერთად ზემოთხსენებული კომპანიის საჩუქარი დახვდათ.

სანამ მედიის მშვენიერი ქალბატონები კიდევ ერთი სურპიზის შესახებ შეიტყობდნენ, კომპანიის წარმომადგენლებმა მათთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართეს, სადაც წარმოდგენილი იყო კომპანია QVI და QNET–ის პროდუქცია, მომსახურება, სიახლეები და სამომავლო გეგმები.

მედიის წარმომადგენლებს კი სარელაქსაციო მასაჟის შემდეგ , ქონდათ შესაძლებლობა დაესვენათ მშვიდ გარემოში და 8 მარტის ულამაზესი საღამო საზოგადოებისთვის ცნობილ ადამიანებთან ერთად აღენიშნათ.

საერთაშორისო კომპანია QNET –მა წლევანდელი წელი ქალბატონების წლად გამოაცხადა, შესაბამისად საქართველოს წარმომადგენლობას უკვე დაგეგმილი აქვს რიგი ღონისძიებები, რომელიც უშუალოდ მიეძღვენება საქართველოში წარმატებული ქალბატონების წინა პლანზე წარმოჩინებას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები