1 4 : 0 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ოლეგ ჟუკოვი: „Oracle საქართველოში საკმაოდ დიდ პოტენციალს ხედავს, რომელსაც აუცილებლად განავითარებს“

21 თებერვალს, თბილისში „Oracle-ს დღე საქართველოში“ (Oracle Day in Georgia) ფარგლებში ბიზნესკონფერენცია გაიმართა. ბიზნესკონფერენციის მთავარ მიზანს ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში მომუშავე წამყვანი ქართველი სპეციალისტებისთვის, „Oracle“-ს უნიკალური ციფრული ტექნოლოგიების გაცნობა და მისი გამოყენების მნიშვნელობა წარმოადგენდა. კერძოდ, როგორ მოახდინონ ბიზნეს პროცესების ოპტიმიზაცია Oracle“-ს თანამედროვე და ინოვიაციური ღრუბლოვანი ტექნოლოგიების გამოყენებით.

ბიზენსკონფერენცია „Oracle“-ს კლასტერის ხელმძღვანელმა რუსეთში, ყაზახეთში, ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში ოლეგ ჟუკოვმა გახსნა. გარდა ამისა, კომპანიის წარმომადგენლებმა და მოწვეულმა ექსპერტებმა ქართველ სპეციალისტებს IT ტექნოლოგიების სფეროში  ახალი პროგრამები და უახლესი ინოვაციური გადაწყვეტილებები წარუდგინეს. ამასთან, განიხილეს ღრუბლოვანი ტექნოლოგიები და გაუზიარეს მზა რეცეპტები, რაც ხელს შეუწყობს  ბიზნესის ციფრულ ეპოქაში ადაპტირებას, ხარჯების შემცირებასა და IT ინფრასტურუქტურის განახლებას.

კონკრეტულად რას მოიცავდა  „Oracle-ს დღე საქართველოში“ და რა პოტენციალი გააჩნია ქვეყენას ამ მიმართულებით, ამასთან დაკავშირებით გვესაუბრა კლასტერის ხელმძღვანელი რუსეთში, ყაზახეთში, ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში ოლეგ ჟუკოვი:

-         ბიზნესკონფერენციის დღის წესრიგი მოიცავდა ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორიცაა ღრუბლოვანი ტექნოლოგიები, როგორც მომავლის მონაცემთა საცავი, კიბერუსაფრთხოება და მისი შესაბამისობა „Oracle“-ს ინფორმაციულ უსაფრთხოებასთან, „Oracle“-ს ანალიტიკური  ღრუბლოვანი სისტემები: ერთი პლატფორმა ბიზნესინფორმაციისა და მონაცემთა ბაზის აღმოჩენისთვის, მონაცემთა თანამედროვე საცავები „Oracle“-ს ტექნოლოგიის სისტემებზე, „Oracle“-ს  „ჭკვიანი ჩეთბოტები“ ანუ ე.წ. ინტელექტუალური ჩათი, „Oracle“-ს  მონაცემთა ბაზის ახალი მახასიათებლები (18c) და სიახლე DBMS - ავტონომიური მონაცემთა ბაზა და სხვა.

-         რამდენად საინტერესოა თქვენი პროდუქტები სახელმწიფო სტურუქტურებისთვის?

-         საქართველოში სახელმწიფო სტრუქტურები  აქტიურად ვითარდება და დაინტერესებულები არიან ჩვენი პროდუქტით. ძირითადი მიმართულებები, რასაც ჩვენ ვთავაზობთ ქართულ ბაზარს, ეს არის  ე.წ „ღრუბელოვანი“(cloud) ტექნოლოგიები.  ინტერესი ძირითადად, მიმართულია სერიოზული ხარჯების ოპტიმიზაციისკენ ყველა წამოწყებისთვის, რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში თუ კომპანიები ჩვენთან დაიწყებენ თანამშრომლობას, როგორც „ღრუბელოვანი“ სისტემის მომწოდებელთან. პროცესი მარტივია, თავდაპირველად ხდება „ღრუბლოვანი“ სისტემის გამოწერა და არა მისი პირდაპირ ყიდვა, თუმცა ჩვენ მყიდველს ასევე  ვთავაზობთ თავისუფალ არჩევანს, სურვილის შესაბამისად - პირდაპირ შეისყიდოს თუ გამოიწეროს. ჩვენ ასევე ვეხმარებით პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავებაში და ე.წ. Hard ware - ში. თუმცა Cloud - მაინც რჩება მთავარ პრიორიტეტად.   

-         რა გამოწვევებს პასუხობს Cloud და როგორ ეხმარება განსაკუთრებით კი, ქართულ ბიზნეს თავი დაიცვას კიბერთავდასხმებისგან?

-         Cloud  ეს არის ბაზარი, სადაც თავს იყრის ყველანაირი სახის ინფორმაცია.როდესაც მსგავსი სახის ინფროამცია ბევრია  შეიძლება დამატებით გადაწყვეტილებად გამოვიყენოთ ანალიტიკური პროგრამული უზრუნველყოფა. ჩვენ შეგვიძლია ყველა სახის მონაცემების ანალიზის გაკეთება, რომელიც ეხება კონკრეტულ თემას და სამომავლო გადაწყვეტილებების დასახვას. Сloud სისტემა ასევე გვეხმარება,რომ წინასწარ განვსაზღვროთ გარკვეული სახის საშიშროებები კონკრეტულ თემებთან დაკავშირებით და ასევე მოხდეს მისი არიდება. კიდევ ერთი მიმართულება, რაც  გვაქვს და რაც „მომავალია“  ეს არის დიდი პროგრამული პროდუქტების შექმნა, რომლებიც გამორიცხავენ ადამიანურ ფაქტორს - შეცდომებს. ეს მიღწევადია  ახალი თაობის  ალგორითმების გამოყენებით, ხელოვნური ინტელექტით დ ა.შ და ეს  ყველა ინსტრუმენტი უკვე „ჩაკერებულია“ ჩვენს მონაცემთა ბაზის ფუქნციონალში. ეს არის ბაზა,რომელსაც შეუძლია თვითონ დაინახოს არსებული შეცდომები და გამორიცხოს მომავალში რაიმე სახის შეცდომის დაშვებაც. ბაზა თავად აღდგება და  „მკურნალობს“ საკუთარ თავს. ყველა ინფორმაცია ფიზიკურად დამკვეთთან არის და ეს ყველაფერი ღრუბელში დაცულია.  საქართველოზე საუბრისას მინდა ხაზი გაუსვა ერთ დეტალს, რომ ამ ქვეყანაში  დამკვეთები ძალიან თანამედროვეები არიან, არ უშინდებიან ახალი გადაწყვეტილების მიღებას, რადგან ზრუნავენ იმაზე, რომ ყველაფერი უფრო უსაფრთხო გახდეს.

-         როგორია ბოლო ტენდეციები ბიზნეს ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში? ვგულისხმობ, Oracle  ინტელექტუალურ ჩატს, მონაცემთა ბაზას, ღრუბლოვანი ანალიტიკური სერვისები და ა.შ..

-         ეს ის ტექნოლოგიებია, რომელიც დღეს  რეალობად იქცა. რა არის Oracle  ინტელექტუალური ჩატ - ბოტსი? მას  შეუძლია საუბარი, როგორც ტექსტურად, ისე ხმით. ის ანალიზსს  აკეთებს და გესაუბრებათ თქვენთვის ნაცნობ ენაზე. ჩატ-ბოტით შეიძლება კლიენტებისთვის სწრაფი კითხვარის გაკეთება ან რაიმე მომსახურების შეთავაზება ან რჩევების მიცემა კონკრეტულ თემებზე.  აქვე უნდა აღვნიშნო ისიც, , რომ ჰაკერების მხრიდან თავდასხმები გაცილებით უფრო ხშირ ხასიათს ატარებს, თუმცა, ჩვენ ვიცით, თუ როგორ უნდა ვებრძოლოთ ამას.

-         და მაინც, როგორ აფასებთ საქართველოში არსებულ მდგომარეობას?

-         საქართველოში არაჩვეულებრივი პარტნიორები და დამკვეთები გვყვავს. მომხმარებლებს არ ეთაკილებათ ახალი ტექნოლოგიების გამოცდა  და მიისწრაფვიან კიდევ უფრო მეტი გაიგონ, განვითარდნენ, რადგან ისინი ზრუნავენ ხარჯების , ბიზნესს პროცესის ოპტიმიზაციასა და ბიუროკრატიის შემცირებაზე. Oracle საქართველოში საკმაოდ დიდ პოტენციალს ხედავს, რომელსაც აუცილებლად განავითარებს.  

კომენტარები

მსგავსი სიახლეები